planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/uniInc.jpegსაგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტითავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაშიიმყოფებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ავღანეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზალმაი რასულსშეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი მდგომარეობისა და მისი განვითარების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. ავღანეთის მხარემ გამოხატა მადლიერება ქართველ მშვიდობისმყოფელთა მიერ ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო და გამოთქვა იმედი, რომ ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების დასრულების შემდეგ ავღანეთ-საქართველოს ურთიერთობები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით, მხარეები დაიწყებენ მუშაობას ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდაჭერა აღუთქვა ავღანეთის მხარეს ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრები ISAF – ის სარდალთან, გენერალ ჯ. ალენთან, ISAF -ის ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ს. მაკფარლანდთან და ISAF – ის აშშ-ს სატრანსპორტო ძალების სარდალთან, გენერალ უ. ფრეიზერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო ძალების მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის სამხედრო ოპერაციებში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts