planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili422432.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის რაიონში არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლა გახსნა.მიხეილ სააკაშვილი მოთხილამურეებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა. სპორტული სკოლის მოსწავლეებმა ქვეყნის პირველი პირისგან სათხილამურო აღჭურვილობის რამდენიმე ათეული სრული კომპლექტი მიიღეს. არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლის მშენებლობა პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. სკოლაში სწავლისა და ვარჯიშის სურვილი 160 ბავშვმა გამოთქვა. ახალციხისა და ნინოწმინდის რაიონული ცენტრების გარდა, სკოლა გარშემო მდებარე ათამდე სოფელს მოემსახურება.250 მეტრიანი კეთილმოწყობილი სასწავლო ტრასა, საჩოჩიალო საბაგირო გზით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სპორტსმენებს ნებისმიერი საერთაშორისო დონის შეჯიბრისთვის მომზადების საშუალებას მისცემს. ადგილზე მოწყობილია შალეს ტიპის ბაზა, რომელშიც მოთხილამურეებს სპორტული შეკრებების დროს ღამის გათენება შეეძლებათ. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ იმ გეგმების შესახებ ესაუბრა, რომელთა განხორციელებას ხელისუფლება ახალციხის რაიონში აპირებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts