Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თბილისში უსახლკაროებისთვის თავშესაფრები გაიხსნება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/phpThumb_generated_thumbnailjpg3-300x199.jpgთბილისში,  ყინვების პერიოდში უსახლკაროებისთვის თავშესაფრები გაიხსნება.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს გიგი უგულავამ თბილისის მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში  ყველა ის პაციენტი მოინახულა, რომლებმაც სხეულის დაზიანებები უამინდობასთან დაკავშირებით მიიღეს. მათ შორის სამი უსახლკარო მოქალაქე სხეულის მოყინვის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, ხოლო 9 დაზარალებული სტაციონარში წევს. თითოეული მათგანის მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია აანაზღაურებს.

 

ასევე თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ყინვების პერიოდში ქალაქის ყველა რაიონში მდებარე თითო უფასი სასადილოში გამოიყოფა ადგილი, სადაც უსახლკარო მოქალაქეები შეძლებენ ღამის გათევასა და ცხელი სადილის მიღებას.

 

„ჩვენ ორი მიმართულებით გვაქვს ძირითადად ყურადღება გამახვილებული. ერთი, ბუნებრივია, ვინც ტრავმა მიიღიო და შესაბამისად, არ აქვს დაზღვევა. მათი მკურნალობის თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია.  მეორე, უფრო რთული ვითარება არის იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელთაც არანაირი სახლ-კარი არ გააჩნიათ და ამ სიცივეში, პრაქტიკულად, თავშესაფარი არ აქვთ. ჩვენ, დღეს დილით, მერიაში, გვქონდა თათბირი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა რაიონის მიხედვით ერთი უფასო სასადილო სასწრაფო წესით ტრანსფორმირდება და მას თავშესაფრის ფუნქციაც ექნება. ჩვენი ამოცანაა არცერთ ადამიანს ამ სიცივეში და ყინვაში არ ჰქონდეს თავშესაფრისა და ელემენტარული, ცხელი სადილის პრობლემა“,-განაცხადა უგილავამ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...