Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გუბაზ სანიკიძის აზრით, ირანის საკითხის გამწვავების შემთხვევაში რუსეთი საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად შემოიჭრება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/default6.jpeg„ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ირანის საკითხის გამწვავების შემთხვევაში რეგიონში უმართავი პროცესები დაიწყება, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად შემოიჭრას.

 

ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ გაზეთ “პრაიმ თაიმის” პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთი ამ შემთხვევაში ალბათ, საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად შემოვა და მას ამის ბევრი მიზეზი აქვს.

 

„ირანის საკითხის გამწვავების შემთხვევაში რუსეთი ალბათ, საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად შემოვა და მას ამის ბევრი მიზეზი აქვს. სომხეთის ტერიტორიაზე არსებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც იარაღით ირანიდან მარაგდება, ბლოკადაში აღმოჩნდება და სავარაუდოდ, რუსეთი ამას არ დაუშვებს,“- განაცხდა სანიკიძემ.

 

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში საქართველოში სხვა პოლიტიკური კონფიგურაცია უნდა აეწყოს.

 

„ასეთ შემთხვევაში საქართველოში სხვა პოლიტიკური კონფიგურაცია უნდა აეწყოს რათა არ დავუშვათ ის, რაც 2008 წელს მოხდა, როცა მთელი ქვეყანა უპასუხისმგებლო სააკაშვილს შევატოვეთ. რეგიონში სიტუაციის ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის დასაცავად დიდი ქართული შეთანხმება უნდა მოხდეს“,  - განაცხადა სანიკიძემ.

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...