newstudio Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://www.german-way.com/imagesCinema/BerlinaleGlass410.jpg ბერლინში 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო. წლევანდელი ,,ბერლინალეს“ მთავარი ხაზი სოციალური და პოლიტიკური თემებია. პროგრამაშია დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებიც. ბოროტი ენები ამბობენ, რომ შარშანდელი საკონკურსო პროგრამის გამო, მკაცრად გააკრიტიკეს ფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი და მისი გუნდი, ამიტომ წელს ბევრად უკეთეს ფილმებს ელოდებიან.ბერლინში უყვართ კინო. 10-გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, სალაროებთან უზარმაზარი რიგებია. გალამაზებული ,,Potsdamer Platz”-ი უმა თურმანის, ანჯელინა ჯოლის, მერლინ სტრიპის და სხვა ვარსკვლავების მოლოდინშია. ბერლინში შეიძლება ყველგან გაიგონოთ - ანჯელინა ჯოლი ბერლინშია. ჰოლივუდის ,,სუპერ- დედა,“ თავის ერთ-ერთ ვაჟ პაქსთან ერთად არის ქალაქში, მისი ნახვა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ”შენფელდის” აეროპორტში რამოდენიმე წამით მოახერხეს ფოტოგრაფებმა მისი დანახვა, სამხედრო (რუსულ) ქუდში, დათვის ბეწვისგან, ეს ძალიან სიმბოლურად ჩაითვალა. მისი ფილმი ”სისხლისა და თაფლის ქვეყანაში” ბრძოლას სწორედ დათვისთვის იწყებს, მაგრამ ბერლინში ვერ ჩამოვიდა ბოლივუდელი შახ რუკჰ ხანი, ის გაცივდა და მაღალი სიცხე აქვს. ექიმებმა აუკრძალეს ფრენა, დღეს გავიხარეთ, გამოჯანმრთელებულა და პარასკევს ველოდებით.გიმნაზიის მოსწავლეებივით ერთნაირად დავდივართ ფესტივალის მონაწილეები, ყველას წითელი ჩანთა უჭირავს შავი ზოლებით, წითელი დათვით, თუმცა წელს ძალიან ჭრელია, ხან ყვითელი, ხან იისფერი, ცოტა უგემოვნო. ”პოტსდამერ პლატსის” წინ გასაშლელი საწოლები და საბნები დავინახე, რამდენიმე სტუდენტს იქვე ეძინა, რათა დილით ბილეთების რიგში პირველები ყოფილიყვნენ. კინოფესტივალი ფრანგი რეჟისორის ბენუა ჟაკოს ისტორიულმა დრამამ „მშვიდობით, ჩემო დედოფალო“ გახსნა. ფილმის მოქმედება საფრანგეთის რევოლუციის დროს ვითარდება და მასში მოთხრობილია ვერსალის სასახლის ცხოვრება. სურათის მთავარი მოქმედი გმირები არიან დედოფალი მარია-ანტუანეტა, რომელსაც გერმანელი მსახიობი დაიან კრიუგერი განასახიერებს და მისი სეფე-ქალი, ლეა სეიდუს შესრულებით. ცნობილია იმ ფილმების ნაწილის შესახებ, რომლებიც ბერლინის 62-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზის, „ოქროს დათვის“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ.საკონკურსო პროგრამაშია ფილიპინელი ბრილიანტე მენდოსას ფილმი „ტყვე”, ანტონიო ჩავარიას „საბავშვო თამაშები”, ჩინელი კლასიკოსის, ჟან იმოუს „ომის ყვავილები”, ფილმი „ღია ბარათები ზოოპარკიდან”, რომელიც სამი ქვეყნის – ჩინეთის, ინდონეზიისა და გერმანიის პროექტია. აგრეთვე, სტივენ დოლდრის „უკიდურესად ხმამაღლა და დაუჯერებლად ახლოს”, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰენქსი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი წლევანდელი„ოსკარის“ ერთ-ერთი პრეტენდენტია. ამერიკელ მსახიობს, მერილ სტრიპს მრავალწლიან კარიერაში მიღწევებისათვის „ბერლინალეს“ საპატიო ჯილდოს - „ოქროს დათვს” გადასცემენ. „ოქროს გლობუსის“ წლევანდელ გამარჯვებულს „რკინის ლედი“-ში შესრულებული როლისათვის „ოსკარსაც“ უწინასწარმეტყველებენ.ჟიურის ბრიტანელი რეჟისორი მაიკ ლი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში კი ანტონ კორბაინი, შარლოტა გინსბური, ჯეკ ჯილენჰალი, ფრანსუა ოზონე, ბუალემ სანსალი, ბარბარა სუკოვა და ასგარ ფარჰადი არიან. http://img.ibtimes.com/www/data/images/full/2012/02/08/228221-flags-advertising-the-62nd-berlinale-international-film-festival-flutt.jpg ,,ბერლინალეს“ დღიური: სტივენ დელდრის ფილმი ,,საშინლად ხმამაღლა და დაუჯერებლად“, წელს ,,ოსკარზეა“ წარდგენილი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები ტომ ჰენქსი, სანდრა ბულოკი და მაქს ფონ ზიუდოვი (რომელიც თავის მხრივ მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის არის წარდგენილი ,,ოსკარზე“). ფილმის ნახვის შემდეგ ჩნდება კითხვები: რატომ წარადგინეს ეს ფილმი და მსახიობი ზიუდოვი ,,ოსკარზე“. ხომ არ აერიათ ,,ოსკარი“ და ,,ჟოლო“? ბევრად უკეთესი აღმოჩნდა ფრედერიკ ვიდოს ფილმი ,,მხოლოდ ჩემთვის“. ფილმის სიუჟეტი ასეთია: გოგონა რამდენიმე წელი იყო გატაცებული, ჩაკეტილი უფანჯრო სარდაფში. გათავისუფლების შემდეგ იწყება მისი გაუცხოება თავისუფალ სამყაროსთან.ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა პაოლო და ვიტორე ტავიანების თეატრს ფილმში ,,ცეზარი უნდა მოკვდეს“. ანჯელინა ჯოლის სარეჟისორო დებიუტი, ფილმი ,,სისხლისა და თაფლის ქვეყანაში“, ომისა და გენოციდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის პრიზით დაჯილდოვდა. აღინიშნა, რომ აჯელინა ჯოლი, ჯორჯ კლუნი, დი კაპრიო იღწვიან იმისთვის, რომ მსოფლიო უკეთესი გახდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 (edited) სურათის მთავარი მოქმედი გმირები არიან დედოფალი მარია-ანტუანეტა, რომელსაც გერმანელი მსახიობი დაიან კრიუგერი განასახიერებს ფრანგი ქალი მსახიობები აღარ ყავთ? ასეთ როლზე უპრიანი იქნებოდა ფრანგს ეთამაშა Edited February 13, 2012 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 ასეთ როლზე უპრიანი იქნებოდა ფრანგს ეთამაშარა მნიშვნელობა აქვს ?მტავარია კარგად შეასრულოს სამუშაო და Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 lasha_aloრა მნიშვნელობა აქვს ? მტავარია კარგად შეასრულოს სამუშაო დაეს თავისთავად მაგრამ დედოფლის როლზე ჩემი აზრით უმჯობესია ფრანგმა ითამაშოს როგორც მაგალითად ჰიტლერზე გადაღებულ ფილმში გერმანელმა უნდა განასახიეორს წარმოვიდგინოთ ნაპოლეონის როლი რომ შეასრულოს სხვა ეროვნების მქონე მსახიობმა? მე არ მოვიწონებდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 წარმოვიდგინოთ ნაპოლეონის როლი რომ შეასრულოს სხვა ეროვნების მქონე მსახიობმა?ნევრჯერ შეუსრულებიათ. არ მგონია ამაზე რაიმე იყოს დამოკიდებული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 (edited) lasha_aloნევრჯერ შეუსრულებიათ. არ მგონია ამაზე რაიმე იყოს დამოკიდებულიკი მაგრამ ასეთ როლებზე ვთვლი რომ მსახიობის ეროვნულობა განსაზღვრავს ბევრ ფაქტორს Edited February 13, 2012 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 კი მაგრამ ასეთ როლებზე ვთვლი რომ მსახიობის ეროვნულობა განსაზღვრავს ბევრ ფაქტორსმე არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 15, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 ბერლინის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ,,ოქროს დათვი“ ცნობილ მსახიობს მერილ სტრიპს გადაეცა. მსახიობს გარეთ, 30 გრადუსიან ყინვაში, უამრავი გულშემატკივარი ელოდა. ისინი მერილ სტრიპის გამოჩენას ხმამაღალი შეძახილებით ,,მერილ გვიყვარხარ“ და აბბა-ს ცნობილი სიმღერით ,,მამა მია“_შეხვდნენ. 15 წუთის განმავლობაში მსახიობი ავტოგრაფებს არიგებდა. http://donbass.ua/multimedia/images/news/original/2011/02/08/meryl-strip.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 FRIDRIXკარქი რა ფრიდრიხ.... რაებს მიედ-მოედები... დავით აღმაშენებლის როლს ვის ათამაშებდი ისე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 Anima Liberaდავით აღმაშენებლის როლს ვის ათამაშებდი ისე? უპრიანი იქნებოდა ქართველი არ მეთანხმები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 FRIDRIXგააჩნია გარემოებებს. დღეს რომ იღებდნენ ასეთ ფილმს ერთმნიშვნელოვნად - არა, და უამრავი მიზეზის გამო... ერიკ ბანაა ჩემი ფავორიტი http://s47.radikal.ru/i118/1202/f8/708b4aad2044.jpg უფრო სწორად იყო ფავორიტი, ახლა ალბათ სხვას შევარჩევდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 ახალი ამბები ,,ბერლინალედან“:დღეს, თბილისის დროით 22 საათზე, ბერლინის 62–ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი. წლევანდელი ფესტივალი მსოფლიო დონის ვარსკვლავების ნაკლებობას არ განიცდის. ბერლინის ბარებში შეიძლება ნახოთ ჯონი დეპი, კატრინ დენევი, ჯულიეტ ბინოში, შარლოტა რემპლინგი, ორნელა მუტი. მსოფლიოში მშვიდობისათვის მიძღვნილ გალა–კონცერტზე მღერის ქეთი მელუა. ლურჯ პულოვერსა და ჯინსებში ძალიან მოსწონს თავი ანტონიო ბანდერასს და ბევრს მხიარულობს. ფესტივალს სელმა ჰაიეკიც ესტუმრა, მაგრამ თაობები იცვლებიან და იცვლება გემოვნებაც. დღეს თინეიჯერებს ახალი კერპი ჰყავთ,– რობერტ პატისონი, ლეგენდარული ვამპირი ფილმიდან ,,ბინდი“. ახალგაზრდები მის გამოჩენას ქუჩებში წივილ–კივილით ხვდებიან. პატისონის სანახავად ბევრმა ღამე საძილე ტომრებში გაათენა. ,,ბერლინალეზე“ ჩამოიტანეს ფილმი მისი მონაწილეობით, რომელიც გი დე მოპასანის ცნობილი რომანის ,,ლამაზი მეგობარი“–ის ეკრანიზაციაა. ამ ფილმში უმა თურმანიც თამაშობს, რომელიც, მოლოდინის მიუხედავად წელს ბერლინში არ ჩამოვიდა.,,ბერლინალე“ ფინიშს უახლოვდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 19, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2012 (edited) Anima LiberaFRIDRIX ,,ბერლინალე“ დასრულდა.ბერლინის 62–ე საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ცნობილია ოქროს და ვერცხლის დათვების მფლობელთა ვინაობა. ოქროს დათვი მოიპოვა იტალიური კინოს ლეგენდების, ძმების– პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმმა ,,ცეზარი უნდა მოკვდეს“.ფილმში მოქმედება საპყრობილეში ხდება. შექსპირის პიესის მიხედვით პატიმრები იულიუს კეისარს თამაშობენ. როლებს ნამდვილი პატიმრები ასრულებენ და არც თუ ცუდად.ვერცხლის დათვი ოთხ ნომინაციაში გაიცა. საუკეთესო სცენარისთვის იგი ნიკოლ ახსენმა მიიღო ფილმისთვის ,,დედოფალი და პირადი ექიმი“.ამავე ფილმში შესრულებული მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ვერცხლის დათვი მიქელ ფოსრგარდენს ერგო.საუკეთესო ქალი მსახიობი რეიჩელ მლანცი გახდა.საუკეთესო რეჟისურისთვის კი ვერცხლის დათვი კრისტიან პეტსოლდმა მიიღო ფილმისთვის ,,ბარბარა“.,,ბერლინალე“ დასრულდა, ახლა კინოსამყარო ,,ოსკარების“ დაჯილდოების მოლოდინშია. 26 თებერვალს კიდევ ერთი ზეიმი გველის. http://www.filmofilia.com/wp-content/uploads/2011/12/Berlinale-2012-Poster.jpg http://www-movieline-com.vimg.net/wp-content/uploads/2012/02/berlinale_2012_getty630__120211191206.jpg http://www.electronicbeats.net/sites/default/files/imagecache/detail_image_500/img/berlinale_header_01.jpg Edited February 19, 2012 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 მგონი ურიგო თემა არ გამოვიდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 მშვენეირი თემაა უნდა ვადევნოთ თვალყური კინო მოვლერნებს და საერთოდ ხელოვნებას დაციტირება გართულებულა ჯერ ვერ გავუგე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.