planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59961.jpgუიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექპსერტიზა უკვე დაიწყო. მსოფლიო პოპ-დივას ცხედარი ლოს-ანჯელესში სასტუმრო ბევერლი ჰილტონის ერთ-ერთი ნომრის აბაზანაში სასტუმროს პერსონალმა იპოვა. 48 წლის პოპ-დივა, რომელმაც 170 მილიონი ალბომი გაყიდა, შაბათ საღამოს გარდაიცვალა. ავტოფსია გარდაცვლილი ვარსკვლავის ცხედარს უკვე ჩაუტარდა, თუმცა ლოს-ანჯელესის პოლიციის სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა - კონკრეტულად რა გახდა სიკვდილის მიზეზი, 6-8 კვირის შემდეგ იქნება მზად, რადგან ჩასატარებელია ტოქსიკოლოგიური კვლევა. ჯერჯერობით ვერც იმას ამბობენ, მართლაც დაიხრჩო თუ არა მომღერალი აბაზანაში. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველადი შემოწმების შედეგად პოპვარსკვლავის ფილტვებში წყალი აღმოჩნდა. ერთ–ერთ ვერსიად უკვე განიხილავენ იმასაც, რომ ნასვამ მომღერალს წყლით სავსე აბაზანაში ჩაეძინა. მომღერლის ნომრიდან ამოღებულია დამამშვიდებელი პრეპარატი ქსანაქსი, რომელიც, ექსპერტების აზრით, ალკოჰოლთან ზემოქმედებისას ადამიანის გათიშვასაც გამოიწვევდა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ნერვული აშლილობით მისი 18 წლის ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუშინ მოკლე მიმართვა გაავრცელა ჰიუსტონის ყოფილმა ქმარმა ბობი ბრაუნმა. მან ჟურნალისტებს სთხოვა, რომ მისი ქალიშვილის მიმართ ზედმეტი ყურადღებისგან თავი შეიკავონ. ბევერლი ჰილზმა უსაფრთხოების დაცვა მოითხოვა ამ თემასთან დაკავშირებით, ასე რომ, დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება პოლიციის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ. უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალება იყო მთავარი თემა ლონდონში გაშლილ წითელ ხალიჩაზეც. მომღერალი მუსიკისა და კინოს ვარსკვლავებმა ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე გაიხსენეს. ბაფტას შოუზე შეკრებილი აუდიტორია ლეგენდარული მომღერლის დაკარგვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts