planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgსამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ლეიბორისტები პარლამენტის წინ აქციის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პარტიის იდეოლოგიური მდივნის კახა ძაგანიას თქმით, აქციის ჩატარებაზე პარტიამ თბილისის მერიისგან უკვე მიიღო ნებართვა. საპროტესტო აქცია 17 თებერვალს პარლამენტის წინ 15:00 საათზე გაიმართება. მისი თქმით, აქცია ზეპარტიული იქნება და მასში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს შეეძლება, ვისთვისაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების ბედი სულერთი არ არის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts