planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტის მსოფლიოს თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ბეთქილ შუკვანმა შეჯიბრების პირველ დღეს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა ოქრო, მეორე დასკვნით დღეს კი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან წიკლაურმა გაიმარჯვა. ადამ ოქრუაშვილმა ვერცხლის მედალი, ხოლო ზვიად ხანჯალიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლევან წიკლაურმა ავსტრიაშიც ისევე ეფექტურად იჭიდავა, როგორც თბილისურ ტურნირზე. მან ფინალში კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს 74 წამში დააკარგვინა ოქროს მოპოვების შანსი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მოულოდნელი ჭრიკიშვილის წარუმატებლობა იყო. თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონმა ობერვარტში მხოლოდ ერთი ეტაპი გადალახა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts