planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/ANONS-JARISKACEBI.jpgთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ფაშისტური გერმანიის ელიტური სამხედრო ფორმირების – „ეს-ეს“-ის დროშის ფონზე გადაიღეს ფოტო. ნამდვილობა ფოტოსი, რომელზეც დროშა „ეს-ეს“-ის სიმბოლოთი ამერიკის დროშის ქვეშ არის მოთავსებული, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში დაადასტურეს. <span style="font-size: 10pt;" />როგორც სააგენტო „Associated Press“ იუწყება, საზღვაო ქვეითთა კორპუსში განაცხადეს, რომ არ იციან, საიდან გაჩნდა ამგვარი სიმბოლიკის მქონე დროშა. იქ ივარაუდეს, რომ ის, ალბათ, ერთ-ერთ საზღვაო ქვეითს ეკუთვნოდა. დადგინდა, რომ საზღვაო ქვეითები ამ დროშას სნაიპერების ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ამასთან, საზღვაო ქვეითთა კორპუსში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნაცისტური სიმბოლიკის განზრახ გამოყენება დაუშვებელია. თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ სამხედროებმა ნაცისტური სიმბოლიკა შეცდომით გამოიყენეს, ისინი არ დაისჯებიან. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts