planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Whitney_Houston_1f.jpg„გრემის“ 54-ე ცერემონია, უიტნი ჰიუსტონის ჰიტის, “I Will Always Love You”-ის ვიდეოს ჩვენებით გაიხსნა. ეს სიმღერა, ცნობილმა მომღერალმა, 1994 წელს, „გრემის“ ცერემონიალზე შეასრულა. ჩვენი ოჯახის საყვარელი წევრი დაიღუპა. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი საქციელი ახლა – ლოცვაა. უფალო, გმადლობ, რომ უიტნი გვაჩუქე. ახლა მთელი ჩვენი ყურადღება მისი ქალიშვილისა და დედისკენ და ყველა იმ ადამიანებისაკენაა მიმართული, ვინც უიტნის ყველაზე მეტად უყვარდა. და მიუხედავად იმისა, რომ მან ასე ადრე დაგვტოვა, მაინც გმადლობ, რომ ის და მისი მუსიკა გვაჩუქე, რომელსაც ვაფასებთ და გვიყვარს – განაცხადა ცერემონიის წამყვანმა, რეპერმა LL Cool J-მ. პარალელურად, ვარსკვლავის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ამერიკული მედია ყოველ წუთს ახალ ინფორმაციას ავრცელებს. უიტნი ჰიუსტონი ლოს ანჯელესში 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვარსკვლავი უგონო მდგომარეობაში სასტუმროს ნომერში პირადმა მცველმა იპოვა. უკვე გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მომღერლის ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ამიტომ გამოძიება მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, მედია კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ვარსკვლავს ნარკოტიკთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts