planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელი მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს. დარეგისტრირება შეუძლია უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩაააბროს. წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ. სამინისტროს ცნობითვე, სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელ პედაგოგებს, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგებს საგნობრივ და პროფესიულ უნარ-ჩვევებში უფასოდ ჩაუტარებს. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასზე დანამატი 75 ლარი ექნებათ. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში – 200 ლარი. ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25% -ში მოხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი ექნებათ. პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ. პედაგოგთა რეგისტრაცია 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts