planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg სემუელ რაბენფელდი მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში ხოტბას ასხამს საქართველოს წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ ევრაზიულმა ქვეყანამ, რომელიც შარშან The Wall Street Journal-ის სარეკლამო გვერდზე თავის ანტიკორუფციულ ანგარიშს აქებდა, შეიძლება სამაგალითო ქვეყნად იქცეს იმ სახელმწიოფებისთვის, რომლებიც თავიანთ საჯარო სექტორებში გავრცელებულ კორუფციას ებრძვიან. მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებების ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ ლე უორუმ განმარტა, რომ კორუფცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ადგილობრივი კულტურის პროდუქტი, და შესაბამისად გარდაუვალი მოვლენა. „საქართველოს გამოცდილებამ აჩვენა, რომ მტკიცე და გადამწყვეტი რეფორმებით კორუფციის მანკიერი წრის დაძლევა და მისი ქმედით ციკლად გარდაქმნა შესაძლებელია“, ხაზგასმით აღნიშნა მან. წიგნში ჩამოთვლილია ის 10 ფაქტორი, რომელმაც, მსოლფიო ბანკის თქმით, საქართველოს წინსვლა განაპირობა, მათ შორისაა ძლიერი პოლიტიკური ნება, ნდობის ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბება, სახელმწიფოს როლის შეზღუდვა, არატრადიციული მეთოდების ათვისება და ტექნოლოგიის გამოყენება. წიგნში ნათქვამია, რომ ქვეყნის წარმატების შეფასება 2003 წლიდან იწყება. იმ დროს, კორუფცია, საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში იყო გაბატონებული. ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003 წლის ბოლოს, საქართველომ „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოუცხადა მექრთამეობას საჯარო სექტორში და მაჩვენებლებით ბევრ გაცილებით განვითარებულ ევროპულ ქვეყანას შორის აღმოჩნდა. მაგალითად, Transparency International-ის 2010 წლის რეიტინგში, საქართველო კორუფციის დონის შეზღუდვის მხრივ პირველ ადგილზეა. მეორე მაგალითი, თავად მსოფლიო ბანკის მონაცემებს უკავშირდება: ამ ორგანიზაციის 2012 წლის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველოს მე-16 ადგილი უკავია, რაც მნიშვნელოვანი პროგრესია 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ის 112-ე ადგილზე იყო. საქართველოს „განსაკუთრებით კარგი მაჩვენებლები აქვს ისეთ რეიტინგებში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ანტიკორუფციულ რეფორმებთან, ესენია ქონების რეგისტრაცია, სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა და ბიზნესის დაწყება“, ნათქვამია წიგნში. Transparency International-მა ასევე გამოაქვეყნა პერცეპციის ყოველწლიური ინდექსი და საქართველოს მაჩვენებელი წლების განმავლობაში ასევე მკვეთრად იწვეს მაღლა. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინური ჯგუფი არ უჭერს მხარს სხვადასხვა წლიური მაჩვენებლების შედარებას, წინსვლა აშკარად თვალში საცემია. 2003 წელს ქვეყნის მაჩვენებელი 10 შესაძლებელი ქულიდან სულ 1.8 იყო და კენიისა და ტაჯიკეთის დაბალ მაჩვენებლებს უახლოვდებოდა. ეს ქვეყნები წლების მანძილზე თითქმის არ დაძრულან ადგილიდან, მაშინ, როდესაც საქართველოს მაჩვენებელი 4.1-ს გაუტოლდა და ახლა ის 64-ე ადგილზეა სამხრეთ აფრიკასთან ერთად. თუმცა პრობლემები რჩება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, დაუსრულებელი ინსტიტუციური რეფორმებია, ნათქვამია წიგნში. რეფორმების უმრავლესობა აღმასრულებელი შტოს ინიციატივით განხორციელდა, და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მდგრადობისთვის, საჭიროა კონტროლისა და ბალანსის სისტემის განმტკიცება, მოდერნიზებული სასამართლო ხელისუფლება, უფლებამოსილი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა, ნათქვამია წიგნში. „მართალია, ყველა ქვეყანას აქვს სპეციფიკური საწყისი პირობები, კორუფციის განსხვავებული ბუნება და განსხვავებული ტიპის პოლიტიკური ეკონომიკა, თუმცა საქართველოს გამოცდილების ბევრი ელემენტის გამოყენება სხვა ქვეყნებშიც შეიძლება“. იხილეთ წიგნი ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts