Jump to content
Planeta.Ge

პროსახელისუფლებო ძალების მორიგი კრეატივი

Recommended Posts

პროსახელისუფლებო ფრაქციებში უცნაური გადაადგილებები შეინიშნება.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=88118&Itemid=1

საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებიდან" ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაში დეპუტატი რატი მაისურაძე გადავიდა. ამით "ძლიერმა საქართველომ" დაშლის საფრთხე თავიდან აიცილა.

გია თორთლაძის ფრაქციაში დეპუტატ მაისურაძის გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება გიორგი თარგამაძის გუნდმა გუშინ, გვიან ღამით მიიღო.

"ჩვენი ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, იმ მიზანმა განაპირობა, რომ უმცირესობამ ყველა ის ბერკეტი შეინარჩუნოს, რომელიც სადღეისოდ პარლამენტში გააჩნია. ეს თავდაპირველად პოლიტიკურ დებატებს და რეგლამენტით გათვალისწინებული იმ დროის შენარჩუნებას ეხება, რომელიც უმცირესობას პრეზიდენტთან თუ პრემიერ-მინისტრთან დებატებისას ეთმობა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ" - განუცხადა "პირWელს" "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ.

"ძლიერი საქართველო" დაშლის საფრხის წინაშე მისი ერთ-ერთი წევრის რომან მარსაგიშვილის გადაწყვეტილებამ დააყენა, რომელმაც "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა გამოუცხადა, საპარლამენტო უმცირესობასა და ფრაქცია "ძლიერ საქართველოს" "უმრავლესობის დანამატი" უწოდა და ფრაქცია "ერთობა სამართლობისთვის" შემადგენლობაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე იმაშია, რომ ფრაქცია "ძლიერი საქართველო", რომელიც "ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად პარლამენტში უმცირესობას ქმნის, რომან მარსაგიშვილის ჩათვლით სულ 6 დეპუტატისგან შედგებოდა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, თუ ფრაქციაში 6-ზე ნაკლები დეპუტატი რჩება, ფრაქცია გაუქმებულად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" გაუქმებით დაშლის საფრთხის წინაშე მთელი საპარლამენტო უმცირესობა დგებოდა.

მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, სადაც ხელისუფლებისტებს უმცირესობაც უნდათ ჰქონდეთ. :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ასე სასტიკად თუ გაყიდდა თვას ქდმ ნაღდად არ მეგონა.. კოლექტიური პანიკა ქვია ამას :mubaraq:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეცების პირველივე მოთხოვნაზე ყველაფერზე მიდის. უკვე მერამდენედ ? :დ

თავისი პარტიის წევრების გარდა ვინმეში უკვე ეჭვს იწვევს რომ....

ისე კი , ნაცებს თუ ხმას აახევს, მე გამიხარდება, მაგრამ ოპოზიციამ ახლოსაც არ უნდა გაიკაროს.

რვიანში მისი შეყვანით სერიოზულად მიქარეს და მიიღეს შედეგიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ნეცების პირველივე მოთხოვნაზე ყველაფერზე მიდის. უკვე მერამდენედ ?

კიდევ ბევრი გაიშიფრება. გაიხსენეთ ედიკას მმართველობის ბოლო დღეები, რამდენი გაიშიფრა. თუნდაც მოლოდინაშვილი მაგალითად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქ.დ.მ. ზე არაფრის თქმა არ შემიძლია-ახლის :givi: გასაგებია,

მაგრამ მე მაინტერესებს ბუნებაში მართლ არასებობენ ისეთი ადამიანები ვინც მიდიან არჩევნებზე და ჰალალად ხმას აძლევენ

ქრისტ დემებს?,

ნუ, თუკი ნაციონალები უყრიან ბიულეტენებს და ას. შ. ეგ არ ვიცი, შესაძლოა და ასეთ შემტხვევაში დავწყნარდები და თავს მშვიდად ვიგრძნობ

მაგრამ აი, ნატურალური ქრისტ დეკები არიან? სად შეიძლება ვნახოთ ასეთი სუბიექტები, რა მოტივი ამოძრავებთ, რა უდევთ თავში, რა ფასეულობები გააჩნიათ,

რას ჭამენ, რას იცვამენ, აქვთ გულ-ღვიძლი, ფილტვი და ას. შ თუ ფანტომები არიან :what:

რაც შეეხება ლეიბებს , გასაგებია, მათ მხარს ძალიან დაბალ სოც. საფეხურზე მყოფი ადამიანები უჭერენ, ლეიბორისტის დანახვა არ ნაციონალების მხარდამჭრებიც ტიპაჟებიც მეტ ნაკლებად ვიცი,

სხვათა შორის ლეიბების და ნაციონალების მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ზვიადისტია,

ადამიანთა ისეთი კატეგორია რომლებსაც ინტელექტუალური თავისებურებების გამო უჭირთ რეალობის ობიექტურად აღქმა,

მაგრამ აი როგორ გამოიყურება ქრისტ დემის ამომრჩეველი (არ ვსაუბრობ წევრზე, აქტივისტზე, მისი ოჯახის წევრზე და ას. შ.)

ფრიად და ეგზომ საინტერესოა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგრამ მე მაინტერესებს ბუნებაში მართლ არასებობენ ისეთი ადამიანები ვინც მიდიან არჩევნებზე და ჰალალად ხმას აძლევენ

ქრისტ დემებს?,

ახლობელი იყო დამკვირვებლად წალკაში და შუადღის შემდეგ შემოდიოდნენ და თარგამაძის პარტია რომელია, იმას უნდა მივცე ხმაო. ნაცებმა აჩუქეს ხმები, თავისი რომ შეისრულეს. ალბათ ანალოგიური იქნებოდა სხვაგანაც.

ალბათ, ფორუმელებიდან სექსი ბიცოლა აფიქსირებს სიმპატიას ქრისტ-დემების მიმართ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ აი, ნატურალური ქრისტ დეკები არიან? სად შეიძლება ვნახოთ ასეთი სუბიექტები, რა მოტივი ამოძრავებთ, რა უდევთ თავში, რა ფასეულობები გააჩნიათ,

რას ჭამენ, რას იცვამენ, აქვთ გულ-ღვიძლი, ფილტვი და ას. შ თუ ფანტომები არიან :what:

„ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ...

აი ეს რა კაცია? ვინ არის? როგორი არის? რას იტყვით? ყველას გეკითხებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰოო. პრესაში ხშირად არის და მაგიტომ გეკითხებით. იქნებ პრეზიდენტობის კანდიდატათაც ამზადებენ. რა ვიცი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ...

აი ეს რა კაცია? ვინ არის? როგორი არის? რას იტყვით? ყველას გეკითხებით.

ტელ. იმედის ყოფილი ჟურნალისტია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს რა კაცია? ვინ არის? როგორი არის? რას იტყვით? ყველას გეკითხებით.

მე მგონი გაუგებრობაშია მოხვედრილი. ნაცები დამლაგებელსაც კი არ დანიშნავენ, მათი მომხრე თუ არ არის. ვეფვაძის ცოლი გია ბარამიძის პრესმდივანია. ამით ყველაფერია ნათქვამი. სხვებიც შემჩნეული არიან ნაცებთან კავშირში.

ამ კაცზე არაფერი გამიგია მსგავსი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგრამ მე მაინტერესებს ბუნებაში მართლ არასებობენ ისეთი ადამიანები ვინც მიდიან არჩევნებზე და ჰალალად ხმას აძლევენ

ქრისტ დემებს?,

მეც მაგი მაინტერესებს.ყველას ვიცნობ,მიშისტებს,ლეიბორისტების მოხრეებს,ახლების,ფორუმის,ალასანიას,ბურჯანაძის და ა.შ. აი ასლანიჩების მომხრეებს არა.რეგიონებში ნაღდად უყრიდნენ ხმებს მაგათ,მაგრამ თბილისი როგორ იღებდნენ ვერ ვხვდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა თვითონ ჭირდებათ

ახლა ქრისდემებს დაიკიდებენ. თავის თავი აქვთ გაჭირვებული ნაცებს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მეც მაგი მაინტერესებს.ყველას ვიცნობ,მიშისტებს,ლეიბორისტების მოხრეებს,ახლების,ფორუმის,ალასანიას,ბურჯანაძის და ა.შ. აი ასლანიჩების მომხრეებს არა.რეგიონებში ნაღდად უყრიდნენ ხმებს მაგათ,მაგრამ თბილისი როგორ იღებდნენ ვერ ვხვდები.

ამოუცნობი ფენომენია :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...