planetanews Posted February 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2012 დღეს, კიკვიძის ბაღში განმეორებითი აქცია გაიმართა. ჩუღურეთის მოსახლეობა "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფთან" და "ეკოლოგიური სამართლის ცენტრთან" ერთად კიკვიძის ბაღის ტერიტორიაზე პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესტებს. ბაღის ტერიტორია რამდენიმე დღის წინ შემოისაზღვრა, მშენებლობის დაწყების შემთხვევაში 30-მდე მრავალწლიანი ნაძვი გაიჩეხება, თუმცა სამუშაოები ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ პერმანენტული აქციებით ბაღს გაჩეხვისგან გადაარჩენენ. მომდევნო აქცია ხუთშაბათს, 16 თებერვალს, 3-ის ნახევარზე იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ არ არის გამორიცხული, რომ მომავალში აქციებმა მერიის წინ გადაინაცვლოს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts