De Niro Posted February 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2012 რუსეთი „დამოუკიდებელ“ ცხინვალს „არმიას“ უუქმებს. მოტივი - ფინანსების არქონაა. ორივე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ადგილობრივი „შეიარაღებული ძალები“ ის მიმართულებაა, რომელშიც მოსკოვი ფულის ჩადებას და განვითარებას არასოდეს ჩქარობდა. ამჟამად ისევ დადგა „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების“ შემცირების საკითხი. რასაკვირველია, არც მანამდე კოკოითს და მით უმეტეს, ამჟამად, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს არავინ ჰკითხავს, რა ოდენობაზე უნდა დავიდეს ადგილობრივი „არმია“. უკვე ცნობილია, რომ მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება და ოსურ ჯარს 350 კაცამდე შეამცირებს. თუმცა მრავალრიცხოვნობით ვერც შემცირებამდე დაიკვეხნიან. ამ დროისთვის, ცხინვალის „შეიარაღებულ ძალებში“ 500-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი ირიცხება, თანაც ისე, რომ ყველა სახეობის საჯარისო შენაერთი ჰყოლიათ. ოსებს, ისედაც არარსებული არმიის კიდევ უფრო შემცირების იდეა არ მოსწონთ. როგორც ამბობენ, ის, რომ მათი „შეიარაღებული ძალები“ დღემდე 500-კაციანი შემადგენლობით შენარჩუნდა, ედუარდ კოკოითის დამსახურება ყოფილა, მაგრამ „ვინ დაიცავს ახლა სამხრეთ ოსეთის ინტერესებს?“ -კითხულობენ ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც საკუთარ თავსაც არ უმხელენ, რომ რუსეთის მიერ ბოძებულმა „დამოუკიდებლობამ“ ასეთი სამწუხარო შედეგები მოიტანა. ცხინვალში თავის დამშვიდებას ცდილობენ: ყველა ქვეყანა ვერ აძლევს თავს უფლებას, მატერიალური მიზეზების გამო, საკუთარი არმია ჰყავდეს და ამის მაგალითად, პარტნიორი ნაურუ და სოლომონის კუნძულები მოჰყავთ. ცხინვალის რეგიონში „ზევიდან“ მისული ბრძანების საფუძველზე, მოსახლეობიდან იარაღი რამდენჯერმე ამოიღეს. უცნობია, დაგეგმილია თუ არა ეს ამჯერადაც, მაგრამ ოსები შეახსენებენ „ვისაც ჯერ არს“, რომ „ოსისათვის სახლში იარაღის ქონა ეროვნული თავისებურებაა“ და რომ საქართველოსთან ომის შემთხვევაში, ვინ არის რუსი, როცა წინა პოზიციებზე ოსები გარბიან… „და ვინ გამოიჩინა ბოლო წლებში გმირობები და ვინ შეინარჩუნა მამული და ხალხი?“ - ასეთ კითხავს სვამენ ცხინვალის „არმიის“ გულშემატკივრები. გამოსავალს მოუძებნიან. რუსეთმა მოახერხა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას დღეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და თუ ოსებს მაინცდამაინც მოუნდებათ ჯარში სამსახური, ამ მოთხოვნილებას რუსულ არმიაში დაიკმაყოფილებენ, მაგრამ რითიღა იიმედოს თავი „სამხრეთ ოსეთმა,“ რომ „დამოუკიდებელია“? ადგილობრივებს არავინ ეკითხება, ვინ სურთ ლიდერად, კრემლიდან მისული „ბრძანებების“ შეუსრულებლობის შემთხვევაში, სპცოპერაციებს უტარებენ, მოსკოვიდან გამოგზავნილ ფულს ისევ მოსკოველი ჩინოვნიკები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადგილობრივი კადრები ინაწილებენ… რაღა დარჩა იმისგან, რასაც სუვერენული სახელმწიფოს უფლებები ჰქვია? საკუთარი შეიარაღებული ძალებიც ხომ დამოუკიდებელი ქვეყნის ერთ-ერთი ატრიბუტია. 350-კაციანი ჯარი კი გინდ გყოლია და გინდ არა, ეს ის რაოდენობა არ არის, რაც ოსების ამბიციებს დააკმაყოფილებს. მით უმეტეს, თავადვე აღიარებენ, რომ „ქვეყანა საკუთარი შეიარაღებული ძალების გარეშე არასრულფასოვანი წარმონაქმნია“, რომლად ქცევასაც, რუსეთი, ცხინვალის რეგიონს უპირებს.http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=13242 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted February 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2012 რუსეთი „დამოუკიდებელ“ ცხინვალს „არმიას“ უუქმებს. http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=13242ჯერ რა საცოდავი წყაროა! აქ ამ წყაროს რამე ინფორმაციის დადებაც კი უარყოფითად მოქმედებს...მეორეც, ყურადღებით წაიკითხეთ პირველი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
De Niro Posted February 12, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2012 GeoStreamჯერ რა საცოდავი წყაროა!საცოდავია თუ უბედური საინტერესო ინფორმაციას გადმოგვცემს.აქ ამ წყაროს რამე ინფორმაციის დადებაც კი უარყოფითად მოქმედებსკარგი აწი რაიმეს დადებს თუ დავაპირებ ჯერ შენთან გავივლი ცენზურას. აბა შენ თუ ნებართვა არ გაეცი ისე როგორ გავბედავ რაიმეს გამოქვეყნებას.მეორეც, ყურადღებით წაიკითხეთ პირველი.აბა რაა აბა რაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted February 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2012 ნუ აი არ მესმის ამ ნიუსების არსი რა...და რა?რუსეთის დედა მოვდღან? ნუ კაი.რუსეთი ეს დამპალი? ხო კაი.რუსეთი ოკუპანტია? ვიცით.და რა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted February 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2012 ნუ აი არ მესმის ამ ნიუსების არსი რა...და რა?რუსეთის დედა მოვდღან? ნუ კაი.რუსეთი ეს დამპალი? ხო კაი.რუსეთი ოკუპანტია? ვიცით.და რა?თანაც იმ ამბებთან შედარებით, რაც ეხლა ოსეთის გარშემო ხდება, ეს რაღაც მკრთალი ნიუსია. თანაც, სხვა წყაროებიდან არაა მსგავსი ინფორმაცია.მეორეც, რომც იყოს დადასტურებული ინფო, იხილე პირველი - მკრთალი "ნიუსია". ოპოზიციური რუსეთი აბობოქრებულია ცხინვალში მომხდარ ამბებით. კრემლისეული პრესაც არ მალავს, რომ არგუმენტები აღარა აქვთ. ამ ფონზე ძალიან ჩამორჩენილ ამბავს აწვება პრესა.გე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2012 ამდენს ვერ წავიკითხავ ეხლა...სუყველა მიყვარხართ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
De Niro Posted February 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 direრუსეთის დედა მოვდღან? ნუ კაი.რუსეთი ეს დამპალი? ხო კაი.რუსეთი ოკუპანტია? ვიცით.და რა?და ის რომ ხალხი აღარ დარბის პლაკატებით "რუსეთი მეგობარია" უბრალოდ მკაფიოდ გაიმიჯნა რომ მტერია აი ეს.თემას რაც შეეხება არსი მდგომარეობს იმაში რომ ოსებმა ამ ე.წ "დამოუკიდებლობიდან" ერთადერთი რაც მიიღეს ეს არის 350 კაციანი ბანდა რომელსაც უბრალოდ სირცხვილია არმია უწოდო. ყველა "სიკეთესთან" ერთად მათი როგორც ეთნიკური წარმონაქმნისთვის ეს იყო საბოლოვოდ თავს ლაფს დასხმა რუსეთის მხრიდან. ფულს არ აძლევს რომ ხალხმა ისულდგმულოს, დანგრეულ შენობებსა და საცხოვრებელ სახლებს (რომელიც სხვათაშორის მათსავე ავიაციამ დაანგრია) არ აღადგენს და ხალხს ნანგრევებში უწევს ცხოვრება. გასაძარცვი რაც იყო გაძარცვეს, გამოსახრავი რაც იყო გამოხრეს, აღარ დარჩათ არანაირი რესურსი საარსებოდ, ცხინვალი მათთვის სამხედრო პლაცდარმად გადაიქცა, ეს კი არ მოწონთ ოსებს, მათ ეგონათ რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების სამაჩაბლოში ყოფნის სანაცვლოდ ისინი მატერიალურ უზრუნველყოფას მიიღებდნენ რუსეთისაგან, მაგრამ მწარედ შეცდნენ, ეხლა ნახე როგორი სიტუაციაა? რუსეთიდან არაფერი შეაქვთ საქართველოდან ვერაფერს იღებენ და დარჩა ეს ერთი მუჭა ხალხი მოქცეული ორ სახელმწიფოს შორის მშიერი დანგრეულ ჭერქვეშ, ამით ისინი ოსებს აიძულებენ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა აიყარნენ საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან და რუსეთის ტერიტორიაზე გადასახლდნენ ამ შემთხვევაში ვლადიკავკაზში არადა მიიღებს მათ რუსეთი სულ 5000 მდე ადამიანი ცხოვრობს ცხინვალსა და მის შემოგარენში ეს რაოდენობა რუსეთისთვის არაფერია მოსკოვში 1 უნივერმაღში ყოველ დილით მილიონი ადამიანი შედის და გამოდის. ანუ ხდება რაა?აი ეს:"ჯერ ჯერობით ასე თამამად ვერ აცხადებს რუსეთი სამაჩაბლოს საკუთარი სახელმწიფოს საზღვრად და აიძულებს ოსებს ან მიმართონ რუსეთს თხოვნით რათა ეს დე ფაქტო არაღიარებული "სახელმწიფო" შეიერთოს და გამოცხადდეს პირდაპირ რუსეთად და არა ოსეთად და ასე შემდეგ, ან კიდევ აიძულებს დაცარიელდეს ეს მხარე მოსახლეობიდან და იქ დარჩეს მხოლოდ მათი ბაზა ე.წ "ვაენი გარადოკი" და ერთი კარუსელი ცხინვალის ვაგზალზე მეტი არც არაფერი არ აქვთ", იგივე სიტუაციაა ოდნავ განსხვავებული აფხაზეთშიც. მათი შეიარაღებული ძალების 350 კაცამდე შემცირებით კი პირდაპირ დასცინის ოს ხალხს.GeoStreamთანაც იმ ამბებთან შედარებით, რაც ეხლა ოსეთის გარშემო ხდება, ეს რაღაც მკრთალი ნიუსია.რაც არ უნდა იყოს შენი გაღიზიანების მომენტს ვერ ვხვდები რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? "მნიშვნელოვან" მოვლენებზე უკვე არის გახსნილი თემები და საუბრობთ ხო? თუ "უმნიშვნელო თემაში" პოსტვა არ გინდა გაძალებს ვინმე?ეს რაღაც მკრთალი ნიუსია. თანაც, სხვა წყაროებიდან არაა მსგავსი ინფორმაცია.ანუ ამბობ რომ პრესა.ჯი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს? არ არის ასე, დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია რომ იყოს პრესა.ჯის მხოლოდ ქართველები არ კითხულობდნენ და ატყდებოდა ეგრევე საპასუხო წერილები მათ საინფორმაციო საშუალებებში. ამის გამკეთებლები ყოველთვის გამოჩნდებიან.მეორეც, რომც იყოს დადასტურებული ინფო, იხილე პირველი - მკრთალი "ნიუსია"."მკრთალ ნიუანსს" რას ეძახი? მასხარად რომ იგდებს რუსეთი ოსებს ეს მკრთალი ნიუანსია? შეიძლება შენთვის ასეც არის მაგრამ იმათთვის ვისაც რუსეთს უნდა რომ აჩვენოს ის რომ თითქოსდა რუსეთი ამ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია არ არის მკრთალი ნიუანსი, ეს ერთი ფაქტი, აგერ მეორე ის რომ შიმშილით სული სძვრებათ, მესამე, მეოთხე და ეს ფაქტები აჩვენებს მსოფლიო თანამეგობრობას შემდეგს: " არანაირი კეთილი სურვილები და ასე შემდეგ რუსეთს არ გააჩნია ამ რეგიონში" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 ცხინვალის „შეიარაღებულ ძალებში“ 500-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი ირიცხება, ამას ეძახიან ჯარს? :Dეს გინდ გააუქმე გინდ არა, მაინც არაფრის მომცემი არ არის .. ''სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები''... მარტო ეს არის სასაცილო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 (edited) ცხინვალის „შეიარაღებულ ძალებში“ 500-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი ირიცხება, ამას ეძახიან ჯარს? ოსებს მგონი საზღვაო ძალებიც ჰყავთ და წყალქვეშა ფლოტიც. ქართველი ტყვეების განთავისუფლებაში რომ მიიღეს მონაწილეობა. Edited February 13, 2012 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 mtidanკოსმოსური შენაერთიც ექნებათ მაგათ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
De Niro Posted February 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 laciეს გინდ გააუქმე გინდ არა, მაინც არაფრის მომცემი არ არის ..არის 500 შეიარაღებულ კაცს სამთო პირობებში სანამ ძირითადი არმია მოვა ადგილამდე შეუძლია კარგა ხანს შეაჩეროს იერიში, ოსები 3000 კაცამდე აპირებდნენ სამხედრო კონტინგენტის გაზრდას რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რუსეთს თავისი ჯარისკაცები ბომჟებივით დაყავს, შიმშილით სულს ხდის და ეხლა ოსი გეჩე ხისთავიანი კუდარცების შესანახი თანხის გამოყოფაზე დიდად არ გაიცხელებს თავს.ოსებს მგონი საზღვაო ძალებიც ჰყავთ და წყალქვეშა ფლოტიც. ომის დროს უნდა გესმინა მაგათი სიხშირისთვის სიცილით გაიგუდებოდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.