Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ”მრავალეროვანი საქართველო” თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს


Recommended Posts

ავტორი ნინო მიქიაშვილი

16:45 11.02.2012

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ინტერნეტის საშუალებით გუშინ, გვიან საღამოს მივიღე.

 

http://3.bp.blogspot.com/-k_DDcMnWk98/TzZimnpM57I/AAAAAAAAGMQ/i26HaP3_s2M/s200/turqeti%2Bda%2Bsaqartvelo.JPGუცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

 

“გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ თურქულ მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

 

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვან საქართველოს” მიაჩნია, რომ ქვეყანაში განუხრელად უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება. ეს თავისუფლება სხვასთან ერთად მოიცავს საკულტო ნაგებობების აშენების, რესტავრაციის, მოვლისა და მისით სარგებლობის უფლებას, რომელიც ცალსახად ვრცელდება ყველა დენომინაციასა თუ რელიგიურ ჯგუფზე.

 

სახელმწიფოს ამ სფეროში გააჩნია, როგორც ნეგიტიური, ასევე პოზიტიური ვალდებულება. შესაბამისად, მან არა მარტო ხელი არ უნდა შეუშალოს პირთა ამ უფლების რეალიზებას, არამედ მიიღოს კიდევაც ზომები საკულტო ნაგებობების სათანადოდ დაცვისა და ფუნქციონირებისთვის.

 

მიგვაჩნია, რომ გარდა რელიგიური დატვირთვისა, ახალციხეში მდებარე ახმედის მეჩეთის რესტავრაცია წარმოადგენს საქართველოში კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისაკენ მიმართულ ნაბიჯს და შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კულტურული მრავალფეროვნების განვითარებასა და პოპულარაზაციაში.

 

”მრავალეროვანი საქართველო” აცხადებს, რომ ნებისმიერი რელიგიისა თუ კონფესიის კუთვნილი ტაძრის მშენებლობა, რესტავრაცია, თუ აღორძინება უნდა ხდებოდეს უპირველეს ყოვლისა ტაძართა მესაკუთრე ადგილობრივ რელიგიურ თემთა ინტერესების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

რაც შეეხება თურქეთში მდებარე ქართულ ტაძრებს, რომელთა თაობაზეც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს, ყველა მხარეს მოვუწოდებთ დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმები და უზრუნველყონ მისი ისტორიული მესაკუთრის - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართვა ამ პროცესში.

 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთების რესტავრაციასა და აღორძინებასთან დაკავშირებით, არ წარმოქმნის ახალ რელიგიათშორის დაძაბულობას და მისაღები იქნება ყველა დაინტერესებული სუბიექტისთვის“.

 

"ობიექტივი"

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-829684723058629431?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...