planetanews Posted February 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/eliso-chafidze-300x225.jpgგაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის და ჟურნალისტის ელისო ჩაფიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას 15 თებერვლამდე მიიღებს. ამის შესახებ მან „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ჩაფიძის ცნობით, მომავალ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემოთავაზების მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა. „პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრობა შემომთავაზეს. სხვადასხვა საკითხებზე მისი კონკრეტული გეგმა და ხედვები მაინტერესებდა და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. ამ ადამიანის მიმართ გარკვეული სიმპატიები ნამდვილად მაქვს. მისი გაკეთებული საქმეები გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას მაძლევს, მაგრამ მაინც არ მსურს ავჩქარდე. მოსაფიქრებლად ვადა 15 თებერვლამდე მაქვს. ამ დროს გამოვიყენებ და ყველაფერს კარგად ავწონი“, – განუცხადა „ობიექტივს“ ელისო ჩაფიძემ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი საუბრის მიუხედავად, ყველა კითხვის დასმა მაინც ვერ მოასწრო და არც მომავალი პარტიის წევრების ვინაობა იცის. „უნდა გავარკვიო პარტიაში ვინ იქნებიან. რაც შეხება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ივანიშვილის გარშემო კოალიციაში არიან გაერთიანებული, მე, როგორც ჟურნალისტს, შეიძლება ბევრი მათგანი არ მომწონდეს, მაგრამ გამარჯვებისთვის კონსოლიდაციაა საჭირო. ივანიშვილმა საერთო მიზნებისთის გარკვეული ძალების გაერთიანება უნდა შეძლოს და ამას აკეთებს კიდეც“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ. ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრობა ელისო ჩაფიძეს დაახლოებით ორი კვირის წინ შესთავაზეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts