planetanews Posted February 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-4.jpgსმხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც ამავდოულად ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარეა, წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის რეაბილიტირებულ შენობაში სგაზაფხულო გაწვევის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს, სამედიცინო-საექსპერტო კომისიის წევრებს შეხვდა და გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან – 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვთ, გადავადების ან გათავისუფლების უფლება. მიმდინარე წლის გაზაფხულზე სულ 4400-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება, რითაც მთლიანად დაკომპლექტდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები. ამჟამად, პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით გაწერილი პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 15 თებერვლიდან წვევამდელთა ჩარიცხვების პორცესი დაიწყება. საგაზაფხულო გაწვევა წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის შენობიდან ხორციელდება, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევებიც უტარდებათ და დოკუმენტაციის სრულად მოსაგვარებლად, რამდენიმე ადგილას მისვლა აღარ სჭირდებათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts