Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გარემოსდამცველები 2012 წელს დაგეგმილი დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას ითხოვენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-5.jpgგარემოსდამცველები დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას ითხოვენ და მას ქვეყნისთვის არარენტაბელურად მიიჩნევენ.

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით, “კინოს სახლში” დღეს  გამართულ დისკუსიაზე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილი 15 ჰესის მშენებლობა, რომელთა შორის რამდენიმე დიდი ჰესია, საქართველოს ბიუჯეტსა და მოსახლეობას სარგებელს არ მოუტანს.

 

“მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარის მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით,  ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი ინვესტორებს სიმბოლურ თანხად, 1 დოლარად გადაეცემათ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ხელს არ უწყობს და არ ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფს.

 

გარემოსდამცველების განცახდებით,  გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მიერ გაკეთებული შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული შეტყობინების შეჯამების შედეგად, შესაძლოა, კავკასიაში მტკნარი წყლის რესურსი შემცირდეს და აქედან გამომდინარე, ჰესების მშენებლობა  ქვეყნისთვის რენტაბელური არ იქნება.

 

მათი განცახდებით, ხელისუფლებამ 20-ე საუკუნის ტექნოლოგიების ნაცვლად, ენერგიის მიღების ალტერნატიული საშუალებები უნდა გამოიყენოს.

 

“კინოს სახლში”  გამართულ დისკუსიაში  _ “არა დიდ ჰესებს”, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრის დასაწყისში ხუდონ ჰესის მშენებლობის შესახებ ფილმი აჩვენეს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, წყალქვეშ 27 სოფელი აღმოჩნდება.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...