planetanews Posted February 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/obieqtivi.jpgმედია–კავშირის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი საზოგადოებას ინიციატივით მიმართავს, „ობიექტივს“ მიაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ღამეს ქუჩაში ათენებენ. როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, ადამიანები ყინვისგან იღუპებიან, სახელმწიფოს კი, უსახლკარო ხალხისთვის ერთი თავშესაფარიც არ აუმოქმედებია. „ ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავდეს, მოსახლეობის მიზანმიმართულ გენოციდს აწარმოებს. თუმცა, ადამიანები რომ გარეთ იყინებიან, არა მარტო ხელისუფლების, არამედ ჩვენი, ანუ საზოგადოების პრობლემა და სირცხვილიცაა. მერე რა, რომ ყველას გვიჭირს, სამოქალაქო სოლიდარობის გამოხატვა ხომ შეგვიძლია?! „ობიექტივი“ მზადაა საკუთარ ოფისში, უსახლკარო ადამიანებს თავშესაფარი გამოუყოს. ჩვენ, არ გვაქვს მილიარდები და არც ადმინისტრაციული რესურსი ( როგორც ხელისუფლებას) თუმცა ის მაინც შეგვიძლია, რომ ვისაც ღამის გასათენებელი არ აქვს, ყინვების განმავლობაში მივიღოთ , დავაძინოთ და ცხელი ჩაიც მივართვათ“,- განაცხადა ინაშვილმა. დღეს, 11 თებერვალს, გამთენიისას დამწვრობის ცენტრში ყინვისგან უსახლკარო პაციენტი, 45 წლის მამაკაცი დაიღუპა. ცენტრში კიდევ ორი პიროვნება 50 წლამდე მამაკაცი და 75 წლამდე მოხუცი ქალბატონი იმყოფება და მათ ,სავარაუდოდ, მოყინვის შედეგად ფეხის ამპუტაცია დასჭირდებათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts