planetanews Posted February 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Aug06_ToddOdessa_Port1-300x22511.jpgოდესაში, გემთმფლობელის ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ისინი სტამბულიდან ბათუმის აეროპორტში ჩამოფრინდნენ. გათავისუფლებულ მეზღვაურებს აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. 7 ქართველი მეზღვაური უკრაინის ქალაქ ოდესაში გემ „ფილიპა სიზე“ 24 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გემი ,რომელიც იანვარში გამოვიდა სტამბულიდან და რომელზეც 21, მათ შორის 7 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, მწყობრიდან გამოვიდა და ოდესაში იყო გაჩერებული. უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ჩარევის შედეგად, ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, გემი ნარკოტიკული ნივთიერებით იყო დატვირთული და თურქი გემთმფლობელები მის გადატანას სხვა ქვეყანაში ცდილობდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts