Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- წყაროს მითითების გარეშე მუდმივად იყენებენ „ობიექტივის“ ექსკლუზიურ მასალებს


Recommended Posts

ავტორი მედია-კავშირი „ობიექტივი“

01:37 11.02.2012

მოგეხსენებათ, რომ მედია-კავშირი „ობიექტივი“ 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. შესაბამისად, ჩვენი ეთერით ყოველდღიურად ყველაზე მეტი ახალი ამბავი და აქტუალურ საკითხებზე ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკური ლიდერების მოსაზრებები ვრცელდება. ეთერში გასულ ახალ ამბებს „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები პროდუქტად ამუშავებენ და ავრცელებენ. ეს პროცესი გულისხმობს არა მარტო შრომას, არამედ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობას.

 

http://1.bp.blogspot.com/-4TaV6MrQUAg/TzWOD_46mJI/AAAAAAAAGME/EgeLFuiFZ7k/s200/mediakavshiri%2Bobieqtivi.gifსამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები და სატელევიზიო არხები, თუ სტუდიები „ობიექტივის“ მიერ მომზადებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას არა მარტო ავრცელებენ წყაროს მითითების გარეშე, არამედ ქმნიან კონკრეტულ სიუჟეტებს, რამაც ბოლო დროს ტენდენციის სახე მიიღო.

 

ამ სამწუხარო გარემოების გათვალისწინებით, ჩვენს კოლეგებს კეთილი რჩევით მივმართავთ: „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში, წყაროდ აუცილებლად მიუთითონ „ობიექტივი“.

 

წინააღმდეგ შემთხევაში, იძულებული გავხდებით, საჯაროდ დავასახელოთ ის მედიასაშუალებები, რომლებიც წყაროს მითითების გარეშე მუდმივად იყენებენ „ობიექტივის“ ექსკლუზიურ მასალებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოლეგები გულისხმიერებითა და გაგებით მოეკიდებიან ჩვენს კოლეგიალურ რჩევას.

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-1247680086686824576?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...