planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 /get_img?ImageId=6303 "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი კომენტარს აკეთებს საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისად, თურქეთის ტერიტორიაზე იშხანისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოში ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს, ერთს კი რესტავრაცია ჩაუტარდეს: "გუშინ „ქართულ ოცნებაში“ შემუშავდა პოზიცია, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ოშკისა და იშხანის სასწრაფოდ გადარჩენას მივესალმებოდით, თუმცა ასევე ვამბობდით, რომ მხოლოდ სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს მეჩეთის აშენების საკითხი. ჩვენ ხელისუფლებას ვსაყვედურობდით მარტშიც, რომ რელიგიური საკითხები მხოლოდ სახელმწიფოთა შორის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და ის ამა თუ იმ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანთა მონაწილეობით უნდა წყდებოდეს. ახლა, როგორც ჩანს, სახელმწიფომ საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინა და დღეს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოთხივე ძეგლი არის კულტურული ძეგლი და არა რეგლიგიური დანიშნულების დაწესებულება, რომ ოშკი და იშხანი და საქართველოში არსებული მეჩეთები აღდგება, როგორც კულტურული ძეგლები. თუ ჩაუტარდება რესტავრაცია და არარელიგიური შენობები გაჩნდება, ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ. თუ არ გვატყუებს სამინისტრო და მეჩეთის აშენების საკითხი მართლაც არ დგას, სასურველია მან შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნოს. ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ ხელისუფლება დაგვიანებით მაინც მივიდა იმ პოზიციამდე, რომელზეც "რესპუბლიკური პარტია" ჯერ კიდევ მარტში საუბრობდა. მაშინ ბათუმში 300– კაციანი მიტინგი მოეწყო მეჩეთის აშენების წინააღმდეგ, რაც ადასტურებს იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამის გამო დისკომფორტს განიცდიდა,"- ამბობს დავით ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღესვე კომენტარი სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა– ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიულმა მოძრაობამ", "ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" გააკეთეს, სადაც საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას სრულად ეთანხმებიან. საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკება და შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით ხორციელდება და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts