planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” გარემოს დაცვის შესახებ ბავშვთა ეროვნული კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროს, ევროკავშირის, სამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორდღიანი კონფერენცია პროექტის – „რეგიონული მოძრაობა ბავშვთა მონაწილეობისთვის” ფარგლებში გაიმართა, რომელშიც 60 მოსწავლე მონაწილეობდა როგორც თბილისის, ასევე გარდაბნის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ფოთის და გალის საჯარო სკოლებიდან. ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ბავშვებისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავდნენ – ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემოს დაცვა, ძალადობა, დასაქმება, მშობელთა განათლება და საგზაო უსაფრთხოება. პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია “Save The Children” წელიწადზე მეტია ახორციელებს ევროკავშირისა და კომპანია “კოკა-კოლას” ფინანსრური მხარდაჭერით. მისი მიზანია უფროსკლასელთა მოტივირება და აქტიური ჩართვა საზოგადოების განვითარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს მათი მონაწილეობისა და უფლებების შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას. საქართველოს გარდა, პროექტი სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს და მასში სამივე ქვეყნიდან 14-დან 18 წლამდე ასაკის 30 000 ახალგაზრდაა ჩართული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts