planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/iranian_islamic_revolutionary_guard_corps_quds_force-300x171.jpgსირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს ოპოზიციასთან ბრძოლაში ირანი დაეხმარება. როგორც ჩინური გაზეთი „ჟენმინ ჟიბაო“, ისრაელის სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სირიაში 15 ათასი ირანელი სამხედრო იმყოფება, რომელიც სირიის ჯარს ამბოხების ჩახშობაში დაეხმარება. იქამდე უცხოური მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სირიის ქალაქ ხომსში დიდი ბრიტანეთისა და ყატარის სპეცრაზმი მოქმედებს, რომლებიც ოპოზიციონერ მებრძოლებს გაწვრთნიან. თავის მხრივ „თაიმსი“ წერს, რომ აშშ და რუსეთი სირიაში სხვისი ხელებით ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. „რუსეთი შეიარაღებას სამთავრობო ჯარებს აწვდის, ხოლო აშშ ოპოზიციას აიარაღებს. ორივე მხარე ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ბევრი შეირაღება დაპირისპირებულ მხარეებს მიაწოდოს. ფაქტიურად ეს სხვისი ხელებით ომს ნიშნავს“,– წერს „თაიმსი“. ხომსში კი სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციას შორის შეტაკებები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ რამდენიმე სამხდერო მაღალჩინოსნის მოკვლა შეძლო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts