Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კონტროლის პალატში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონთან დაკავშირებით, გარკვეულ რეკომენდაციებს ამუშავებენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/145.jpegარასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონტროლის პალატაში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონთან დაკავშირებით, გარკვეულ რეკომენდაციებს ამუშავებენ.

 

ამის შესახებ, ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“  კონტროლის პალატის ხელმძღვანელობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, კითხვაზე აქვს თუ არა კონტროლის პალატას პრეტენზიები აღნიშნული კანონის შესახებ, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები მუშავდება.

 

ნინო ლომჯარიას თქმითვე, არასამთავრობოებმა კონტროლის პალატის ხელმძღვენელებს ახალი კანონის ცვლილებების შემუშავების პროცესში, ერთობლივი თანამშრომლობა შესთავაზეს და მათგან თანხმობაც მიიღეს.

 

„კანონში ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენ კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. ჩვენი აზრით კი, ერთადერთი გამოსავალი  კანონი შეცვლაა“,-  განმარტა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...