planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59951.jpgოდესაში 24-დღიან ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში, სავარაუდოდ, დღეს გამოეგზავრებიან. მათი საქართველოში დაბრუნება სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზეა დამოკიდებული. საგამოძიებო მოქმედებები კი მომხდარ ფაქტზე ოდესაში მიმდინარეობს, თუმცა დეტალები არ ხმაურდება. მეზღვაურებმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და საქართველოში დასაბრუნებლად საჭირო ყველა დოკუმენტაციაც მოწესრიგებულია. 21 მეზღვაური, მათ შორის 7 ქართველი გემის თურქ მფლობელს და კაპიტანს ოდესის პორტში მდგარ ტანკერში ჰყავდათ დატყვევებული. სავარაუდოდ, იმის შიშით, რომ არალეგალური ტვირთის შესახებ სამართალდამცვლებს შეატყობინებდნენ, ისინი კაიუტებში ჩაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, გემი ნარკოტიკული ნივთიერებით იყო დატვირთული. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts