Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ქდმ-ს განცხადებას კულტურის სამინისტრო გამოეხმაურა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59956.jpgსაქართველოს საპატრიარქოს განცხადებას დღეს ქრისტიან-დემოკრატები გამოეხმაურნენ. საპარლამენტი უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ საპატრიარქო, რომელიც ყველა ეკლესია მონასტრის მესაკუთრეა საქართველოში, უნდა იყოს ჩართული თურქეთთან ოფიციალურ მოლაპარაკებებში.

 

ქრისტიან-დემოკრატების აზრით, თურქეთში ქართული ისტორიული ძეგლებისა და საქართველოში მეჩეთების რესტავრაციის პროცესში აუცილებლად იყოს გათვალისწინებული საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია და რეკომენდაციები.

 

დღესვე ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს კულტურის სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაციის თაობაზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მის შესახებ მუდმივად საქმის კურსში იყო, როგორც საქართველოს საპატრიარქო, ისე ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობით დაინტერესებული საზოგადოება. უკანასკნელი შეხვედრა საპატრიარქოში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ორი დღის წინ გამართეს და თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების დეტალები გააცნეს.

 

`ვინაიდან საკითხი ეხება ეროვნულ საქმეს, ჩვენი ძეგლების გადარჩენას და შესაბამისად, საპატრიარქოს აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სამინისტრო მომავალშიც მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს სრული ინფორმაცია მიაწოდოს,`- ნათქვამია განცხადებაში.

 

საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით მოხდა, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში.

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...