Jump to content
Planeta.Ge

ერორი- დიდთოვლობისგან კახეთში ორი სახლი დაინგრა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59953.jpgდიდთოვლობის გამო, უკვე მეორე უბედური შემთხვევა მოხდა კახეთის რეგიონში. ამჯერად, სახლი გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში ჩამოინგრა.

 

შენობამ დიდ ნალექს ვერ გაუძლო, დაბზარულია ყველა საყრდენი კედელი, აივნის მხარეს კი ფასადი მთლიანად ჩამონგრეულია.

 

ნგრევის დროს, ასკილაშვილების ოჯახის ხუთივე წევრი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც, სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა, არავინ დაშავებულა.

 

ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში კი სისვაძეების სახლი დაინგრა. შენობის წინა ნაწილი დიდი თოვლის გამო ჩამოინგრა. საყრდენმა კედელმა სიმძიმეს ვერ გაუძლო.

 

შემთხვევა ღამით მოხდა. მოხუცი ცოლ-ქმარი ამ დროს სახლში იმყოფებოდა.

 

ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალი კი დიდია, კედლის ნანგრევებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი დაამტვრია, დაზიანებულია ავტომობილიც.

 

შენობა საცხოვრებლად უვარგისია, სისვაძეები ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ოჯახს დაეხმარება.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...