planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/kulturis_saministro11.jpgთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს კულტურის სამინისტრო საქართველოსა და თურქეთში კულტურული და რელიგიური ძეგლების აღდგენა-მშენებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ცნობილია, ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ძეგლი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი გვირგვინი ოშკი, ასევე, იშხანის ტაძარი, ინგრევა და უკვე განადგურების პირას არის მისული. <span style="font-size: 10pt;" />საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გამოდის რა მოსაზრებიდან, რომ ამ ძეგლების საბოლოო განადგურება ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა ქართველი ერისათვის, უკვე რამდენიმე წელია, აწარმოებს მოლაპარაკებას თურქულ მხარესთან ქართული კულტურის საგანძურის გადარჩენისა და მომავალი თაობებისათვის პირვანდელი სახით გადაცემის კუთხით. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts