planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/kontoslis-tab.jpgთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. მმართველი პარტიის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2011 წელს შემოწირულობების სახით სულ 1.76 მილიონი ლარი მიიღო. პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციები კონტროლის პალატამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. მმართველმა პარტიამ თავისი შემოწირულობების 95 პროცენტი, ანუ 1.66 მილიონი ლარი, 19 კომპანიისგან მიიღო. <span style="font-size: 10pt;" />ამ კომპანიებიდან, სულ ცოტა, ათი საქმიანობს სამშენებლო, საინჟინრო პროექტირებისა და გზების მშენებლობის სფეროში. ისინი სხვადასხვა დროს სახელმწიფოს კონტრაქტორებს წარმოადგენდნენ და მიღებული აქვთ სახელმწიფო დაფინანსება გაწეული სერვისებისთვის – ზოგს გზების დაგება-რეაბილიტაციისთვის, ზოგსაც გზების რეაბილიტაციის პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts