planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/natlis-mxedariiiii.jpgსაქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ განცხადება 2012 წლის 7 თებერვალს საინფორმაციო ანლიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ საგანგებო განცხადებით მიმართა თანამემამულეებს, რომელშიც ნათქვამია: „სანდო ინფორმაციის თანახმად, რომელიც, უეჭველია, უახლოეს ხანებში მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის დეტალურად გახდება ცნობილი, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ამასწინანდელი შეხვედრისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ბარაკ ობამამ გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი ირანზე „პრევენციული“ დარტყმის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ამისა, ამერიკის ლიდერმა ქართველ კოლეგას მოსთხოვა, დაუთმოს საქართველოს ტერიტორია (აეროდრომები) ამერიკული საბრძოლო ავიაციის გაფრენისათვის, რომელიც თეირანს დაარტყამს. <span style="font-size: 10pt;" />როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილი არც კი დაფიქრებულა თავისი ქვეყნისათვის შესაძლო ტრაგიკულ შედეგებზე და დიდი სიამოვნებით დათანხმდა ირანთან ომში საქართველოს ჩართვაზე, რამეთუ ეს პატივად და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მორიგ ნაბიჯად მიიჩნია (ავღანეთში „ISAF“-ის ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობასთან ერთად). საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts