planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 დღეს 53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი პირველ მარტამდე გადაიდო.შეგახსენებთ, რომ მიხეილ ალექსიძის მშობელი ლალი ლეკიშვილი შვილის სკოლიდან გარიცხვის ბრძანების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვს. ლეკიშვილის ინტერესებს საია–ს ადვოკატი ლიკა წიკლაური იცავს, რომელმაც "ნეტგაზეთთან" საუბარში აღნიშნა, რომ პროცესის გადადება მოსამართლის სემინარზე წასვლამ გამოიწვია. ადვოკატის თქმით, როგორც მოსარჩელე მხარეს განუცხადეს, მოსამართლე ნინო შარაძეს სემინარზე წასვლა დაუგეგმავად მოუხდა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში სკოლიდან გარიცხეს მიხეილ ალექსიძე. იურისტ ლიკა წიკლაურის განცხადებით, გარიცხვის გადაწყვეტილების მიღებისას პროცედურული დარღვევების და საქმეში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებები გარიცხვის ბრძანების გაუქმების უპირობო საფუძველია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმაც, სადაც ვკითხულობთ, რომ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილება რიგი მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება არათანაზომიერად ჩაითვალოს: “საქმეში არსებული ახსნა–განმარტებები მოწმობს, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის დირექტორის მხრიდან კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს. გადაწყვეტილება მიხეილ ალექსიძის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დისციპლინური კომიტეტის მიერ მოსწავლის მიმართ სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ჩაითვალოს არათანაზომიერად,”- წერია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში. გიორგი ტუღუშის რეკომენდაციას შაშკინის უწყებიდან არავინ გამოხმაურებია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts