Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ბურჯანაძის პარტია მეჩეთებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას იზიარებს


Recommended Posts

ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. შეთანხმების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების -იშხანისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ საქართველოში ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს, ერთს კი რესტავრაცია ჩაუტარდეს.

 

”ვთვლით, რომ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნული მოთხოვნა არა მარტო კანონიერია, არამედ ლოგიკურია და სწორედ, რომ გონივრული იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა საპატრიარქოს მრავალჯერადი თხოვნა და ასევე რჩევა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების გადარჩენის საკითხი იუნესკოს გააქტიურებით გაგრძელებულიყო.

 

ის რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ადარდებს ქართული ეკლესიის პრობლემები ეს მაშინაც გამოჩნდა, როდესაც „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძისა და რუსეთის კათალიკოს-პატრიარქის კირილის შეხვედრაზე პრაქტიკულად საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილ საკითხს, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სრული იგნორირება მოჰყვა,” - წერია ”დემოკრატიული მოძრაობის მიერ დღეს, 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

 

პარტიის შეფასებით, თურქეთი საქართველოსათვის ძალზედ მნიშვნელოვანი პარტნიორა, ამავე დროს იმის საუკეთესო მაგალითა თუ როგორ ახერხებს გონიერი ხელისუფლება საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და საკუთარი რელიგიური ინტერესების დაცვას.

 

ნინო ბურჯანაძის პარტია ხაზს უსვამს თურქეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების აუცილებლობას. ”[პარეტია]ამასთანავე, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პატივისცემას ყველა კონფესიის წამომადგენელთა მიმართ და თვლის, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოილოცოს საკუთარი აღმსარებლობის სულიერ ტაძარში, თუმც ეს საკითხები ხელისუფლების მხრიდანს არ ჩეიძლება სპეკულირების საგანი იყოს და მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიწრო ინტერესებს ემსახურებოდეს,” - აცხადებენ ”დემოკრატიულ მოძრაობაში.”

 

საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკება და შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით ხორციელდება.

 

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორი წლის მანძილზე წარმოებდა ისე, რომ საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში.

 

თავის მხრივ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დღეს საპატრიარქოს საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ”საქართველოს საპატრიარქო, ისევე როგორც ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობით დაინტერესებული საზოგადოება, მუდმივად საქმის კურსში იყო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ."

 

ამავე თემაზე:

 

კულტურის სამინისტროს პასუხი საპატრიარქოს

 

პეტიცია ოშკისა და იშხანის გადასარჩნად

 

საპატრიარქო პირობას უყენებს საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას

 

რას ფიქრობენ ახალციხეში მეჩეთის რეაბილიტაციის თაობაზე

 

რესტავრირებულ მეჩეთს ახალციხეში მოოქროვილი გუმბათი ექნება

 

კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება

 

კულტურის სამინისტრო: მეჩეთის აგებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა

 

ვნებათაღელვა ახალ მეჩეთთან დაკავშირებით

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...