planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/image15-300x199.jpgმსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში მათ სრულფასოვან რეინტეგრაციას ემსახურება. მემორანდუმის თანახმად, მსჯავრდებულები სპეციალურ ტრენინგზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძირითადი მომსახურებების, მათ შორის პირადობის ელექტრონული მოწმობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ და სერვისების გამოყენების წესებს გაეცნობიან. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი რეინტეგრაციის ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts