planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tovli2-300x199.jpgთბილისის მერის გადაწყვეტილებით დასუფთავების სამსახურის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ქალაქში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავს დამატებით პრემიას მიიღებს. გიგი უგულავამ დღეს წყნეთში მიმდინარე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. ტექნიკური მარილის დაყრა და სპეციალური ტექნიკით ქუჩების დასუფთავება მთელი ღამის განმავლობაში მიმინარეობდა. „ყველა გზა გახსნილია მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მთელი ღამე თოვდა. მთავარ პრობლემად კვლავ უამინდობის ნიადაგზე დაშავებულთა გაზრდილი რაოდენობა რჩება. თქვენ უკვე იცით, რომ მათ, ვისაც დაზღვევა არ აქვს და რაიმე სახის დაზიანება მიიღო ამ დღეებში, მკურნალობის ხარჯები სარეზერვო ფონდიდან აუნაზღაურდებათ. ვიყიდეთ 50 საფეხმავლო ურიკა და დღეს ყველა ძირითად საფეხმავლო ადგილზე, მათი დახმარებით დავყრით მარილს. ყველა სტრუქტურა მობილიზებულია. ხვალიდან სავარაუდოდ აღარ მოთოვს, მაგრამ იწყება დიდი ყინვები, შედეგად შეიძლება გაიყინოს მილები და ვცდილობთ წყალმომარაგება ქალაქში მინიმალურად შეიზღუდოს.“,– განაცხადა უგულავამ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts