planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/990.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალმა ინიციატივამ” კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. ამის შესახებ, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა კონტროლის პალატის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმრო “ჰოლიდე ინში” განაცხდა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას გააუნჯობესებენ და მათ რეპუტაციას უფრო ფაქიზად მოეკიდებიან. “ჩვენ სრულად წარვუდგინეთ საქართველოს კონტროლის პალატას ის ინფორმაცია, რომელიც მოითხოვეს. ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ჩვენი ფინანსური ანგარიში გავასაჯაროოთ, რადგან ამას სისტემატურად აქამდეც ვაკეთებდით”, – განაცხადა დევდარიანმა. მისივე თქმით, ის აღნიშნულ შეხვედრაზე კონკრეტული შეკითხვებით მივიდა.“მე აუცილებლად დავსვამ შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რას ემსახურებოდა არასმთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების შემოწმება. ეს არის მხოლოდ კონტროლის მიზნით გამოთხოვილი ინფორმაცია, თუ კონტროლის პალატას სხვა რაიმე დაინტერესება აქვს. გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ ამას მხოლოდ ფინანსური შემოწმების ხასიათი ექნება და თუ შემდგომში აღმოჩნდება რაიმე დარღვევა, მხოლოდ მას შემდეგ იქნება რეაქცია. კარგი იქნებოდა, კონტროლის პალატის წარმომადგენლებს კომენტარი იმ დროს გაეკეთებინათ, როცა არასამთავრობო სექტორისგან ინფორმაციის წარდგენას ითხოვდნენ” , – განაცხდა დევდარიანმა. სასტუმრო “ჰოლიდე ინში” კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts