planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/538957.gif“ბილაინის” აბონენტებისთვის, სპორტული კლუბის – ” სპორტი ნათელ მხარეზე” ფარგლებში, ხვალ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართება. ტურნირი 14:00 საათიდან 17:00 საათამდე EXPO GEORGIA-ს ტერიტორიაზე, მეექვსე პავილიონში ჩატარდება. “ბილაინის” ახალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაა. დინამიური ზრდის პარალელურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა აქციებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიღოს. ჩვენი მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სახალისო სპორტულ აქტივობებში. გარდა ამისა, ჩვენ აღვადგენთ მივიწყებულ ქართულ სპორტულ სახეობებს და მათ პოპულარიზაციას მოვახდენთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ”, – აცხადებს “ბილაინის “საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა ბაღდავაძე. “ბილაინმა” და სამოყვარულო სპორტის ფედერაციამ ” სპორტი ყველასთვის” სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამოყვარულო სპორტული კლუბი 2012 წელს ჩამოაყალიბა. სპორტულ კლუბში გაწევრიანება თავისუფალია კომპანიის ნებისმიერი აბონენტისთვის, წევრად გახდომა “ბილაინის” ოფიციალური ფეისბუქის გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი. სპორტული კლუბის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა სპორტული აქტივობების დაგეგმვით, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სპორტი არ არის პროფესიული საქმიანობა და იმ ძველი ქართული სპორტული სახეობების აღდგენა, რომელიც ამ ეტპაზე მივიწყებული ან ნაკლებად პოპულარულია. “ბილაინის” სპორტულ კალენდარში მოხვდა ისეთი უძველესი ქართული სპორტის სახეობები, როგორებიცაა ჭაკუნობა, საყრებურთი, ჭოროლა, ჯილდაობა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts