Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - იზორია: საქართველოში ბენზინის ღირებულება რეალურზე 20-25 თეთრით მეტია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images35.jpeg“თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებას საწვავზე ფასების ხელოვნურად მატებაში ადანაშაულებენ.

 

ამასთან დაკავშირებით პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან იზორიამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით,ბენზინის ღირებულება რეალურზე 20-25 თეთრით მეტია.

 

„პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ერთპიროვნული მართვის რეჟიმი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ე.წ. ელიტური კორუფცია, რომელსაც სხვა სფეროებთან ერთად, მონოპოლიზებული აქვს საწვავის ბიზნესიც. საქართველოში 1 ლიტრი რეგულარის ფასი საშუალოდ 2.05-2.10 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა, მეზობელ სომხეთში, სადაც ბენზინი საქართველოს გავლით შედის, ფასი 15-20 თეთრით ნაკლებია. დამატებითი ღირებულების გადასახადისა და მოგების გაანგარიშებით, საწვავი დღეს საქართველოში, მაქსიმუმ, 1,85 ლარი უნდა ღირდეს“,– განაცხადა იზორიამ.

 

იზორიამ პარტიაში შემუშავებული დოკუმენტიც წარადგინა, სადაც  გაანალიზებულია, თუ როგორ ვნებს ელიტურული კორუფცია და ფასთა კარტელური შეთანხმება ქართულ ბაზარს და მომხმარებელს.

 

მისი თქმით, მონოპოლიურ საქმიანობასა და კონკურენციის შეზღუდვაში, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...