planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/arasamtawroboebi5-300x199.jpg“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კონტროლის პალატა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის ახალი რეგულაციებთან დაკავშირებით, განსხვავებულ განმარტებებს აკეთებს. ამის შესახებ ჩუგოშვილმა კონტროლის პალატის ხელმძღვანელობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ჩუგოშვილის განმარტებით, თუ პარლამენტმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის ახალი რეგულაციები არ შეცვალა, შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები დადგეს. “კონტროლის პალატა კანონთან დაკავშირებით განსხვავებულ განმარტებებს იძლევა , სინამდვილეში კი კანონში სხვაგვარ ჩანაწერებს ვკითხულობთ. მაგალითად, კანონიდან ცხადად იკვეთება, რომ ის ორგანოები რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულად იქნებიან მიჩნეული, ფიზიკური პირებისგან შემოწირულობის გარდა, ვერანაირ შემოსავალს ვერ მიიღებენ. მაგრამ კონტროლის პალატა აბსოლუტურად განსხვავებულ განმარტებებს იძლევა” , – განაცხადა ჩუგოშვილმა. მისივე განცხადებით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმდება იმაზე, რომ კანონში გაკეთებული ახალი ჩანაწერები აბსურდულია. “ცხადია, რომ კანონი არის სრულიად გაუგებარი ჩანაწერები, მაგრამ კონტროლის პალატის მიერ გაკეთებული განმარტებები კანონმდებლობის მოცემულობის კიდევ უფრო მიღმა დგას. ეს მოცემულობა კონტროლის პალატას აძლევს შესაძლებლობას, ძალიან სუბიექტურად და დაუსაბუთებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, კონკრეტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობო, ბიზნეს და მედია ორგანიზაციებთან მიმართებაში, ისევე როგორც ფიზიკური პირების ინტერესების საწინააღდეგოდ,”- განაცხადა ჩუგოშვილმა. ჩუგოშვილის შეფასებით, კონტროლის პალატა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში უხეშად ერევა და არასამთავრობო სექტორი კანონის ახალი რეგულაციების შესაცვლელად აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას. “აღნიშნული კანონის აბსურდული რეგულაციების შესაცვლელად , პირველ რიგში მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით და ვაწარმოებთ აქტიურ სამოქალაქო კამპანიას”, – განაცხდა ჩუგოშვილმა.დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts