planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/helsinki2-300x1992.jpgრამდენიმე დღის წინ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრების ფერხულში კიდევ ერთი გაერთიანება “ჰელსინკის კავშირი” ჩაერთო. 25 იანვარს, ანზორ აბრალავამ, სანდრო ბრეგაძემ, შალვა ხაჭაპურიძემ და კიდევ 32-მა სხვა, წარსულში პოლიტიკურად აქტიურმა ფიგურამ „კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი“ აღადგინეს. მოძრაობაში გაერთიანდნენ ლიდერები – სანდრო ბრეგაძე, შალვა ხაჭაპურიძე, ელიზბარ ჯაველიძე, დავით სოკოლოვი, თემურ ჩალაბაშვილი. ჟურნალისტები – ჯაბა ხუბუა, დიტო ჩუბინიძე, ზაზა დავითაია, ირაკლი თოდუა, დასავლეთის ბიუროში – გიორგი ფოფხაძე. დამფუძნებელთა შორის არიან გამსახურდიასდროინდელი მინისტრები, პრეფექტები, პირადი დაცვის წევრები, უზენაესი საბჭოს წევრები: გია ფერაძე, დავით მაისაია, ზაურ ბედია, ფირუზ დიაკონიძე, ლერი გირგვლიანი, ბადრი გოგელაშვილი. გამსახურდიას მომხრე ბატალიონის წევრები – ჯამბულ გაბისონია, შოთა რატიანი. „ჰელსინკის კავშირის“ ლიდერების განცხადებით, 2–3 თვეში ახალ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას დაიწყებენ. პოლიტიკოსები კონსტიტუციურად დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებას აპირებენ და მზად არიან ითანამშრომლონ ყველასთან, ხელისუფლების გარდა. მოძრაობის წევრების თქმით, კავშირი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაა და საქართველოში მის წარმომადგენლობას თავის დროზე მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდნენ. აღსანიშნავია, რომ 1973 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით დაარსდა პირველი ლეგალური ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია კავკასიაში – „ადამიანის უფლებების საინიციატივო ჯგუფი“. მის ბაზაზე, 1976 წელს გამსახურდიას ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენდა პირველ ჯგუფს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დაარსების დღიდან, ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით – საბჭოთა იმპერიის პოლიტპატიმრების. ისინი აქტიურად იცავდნენ აგრეთვე ქართულ ენას და სრულიად დაუცველ ქართული კულტურის ძეგლებს. ჯგუფი გამოსცემდა და ავრცელებდა არალეგალურ ჟურნალებს „ოქროს საწმისი“ და „საქართველოს მოამბე“.“ექსპრესნიუსი” ჰელსინკის კავშირის ერთ-ერთ ლიდერს შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა. - რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ „ჰელსინკის კავშირის“ აღდგენა და საზოგადოებაში საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებით შემოსვლა? - თავის დროზე 1975 წელს ხელი მოეწერა ჰელსინკის აქტს,რომელიც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით მოხდა.ჯგუფი, პირველ რიგში საბჭოთა კავშირისა და ქვეყანაში არსებული ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო მიმართული. ჰელსინკის აქტი სხვა საერთაშორისო აქტებისგან იმით განსხავდებოდა, რომ ეს ორგანიზაცია თითოეული ერის ინტერესებისათვის იბრძოდა, რაც ზოგადად ევროპისა თუ გაეროს კონვენციებში მკვეთრად არ ყოფილა გამოხატული.ჩვენი ორგანიზაციის დაარსების მთავარი მიზანიც სწორედ ადამიანის უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა იყო. „ჰელსინკის ჯგუფი“ მხოლოდ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად არ არის მიმართული, ეს მთლიანად კავკასიაზე მომუშავე ჯგუფია. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების ხელში ეროვნული ინტერესების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია,თუმცა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით შევებრძოლოთ ამ უსამართლობას.დღეს შექმნილია უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არიან მოწოდებული, თუმცა ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირებულია, ვერსად ნახავთ. - რა იდეოლოგიით წარსდექით საზოგადოების წინაშე და მკითხველს რომ განვუმარტოთ, რას ნიშნავს მკვეთრი ეროვნული იდეოლოგია? -მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ინტერესები ეს საკმაოდ ფართო თემაა, ჩვენ მასში ვგულისხმობთ, რელიგიურ ინტერესებს,რადგან ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოში სხვა რელიგიების წარმომადგენლებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინტერესების დაცვაში არ ვგულისხმობ სექტებს, რომლებიც მიმართულნი არიან ადამიანის შეხედულებისა და ღირებულებების საწინააღმდეგოდ. ასევე ფართო მცნებაა ადამიანის უფლებების დაცვა. მასში შედის პიროვნების ღირსება, პატიმრების გათავისუფლება, ჟურნალისტების ინტერესების დაცვა და ა.შ.შეგახსენებთ, რომ მე პროფესიით ადვოკატი ვარ და ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით სტრასბურგის სასამართლოში უამრავი მასალები მაქვს გაგზავნილი,მათ შორის ერთ-ერთი სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შევიტანე,სადაც საქართველოს მთავრობას ვადანაშაულებ საქართვეელოს მოსახლეობის გენოციდში. ფაქტობრივად არ დარჩება არც ერთი სფერო რომელსაც არ შევეხებით, რაც საბოლოო ჯამში მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობისკენ. -რამდენათ შეძლებთ აიყოლიოთ სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების ნაწილი თქვენ მიერ დაგეგმილი ამოცანების განხორციელებაში? - ეს დამოკიდებულია ჩვენს მუშაობაზე, ჰელსინკის ჯგუფი ფაქტობრივად ორი კვირაა რაც არსებობს და უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოიკრიბა ჩვენს გარშემო. საუბარია არა მხოლოდ თბილისზე, არამედ რეგიონებზეც. ასევე გაწევრიანდნენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მყოფი მაშინდელი მინისტრები, დეპუტატები, ვისი უფლებებიც ოცი წლის მაძილზე ილახებოდა. საბოლოოდ ეს ყველაფერი მასობრივ მოძრაობაში გადაიზრდება და შედეგსაც მალე დავინახავთ. -უახლოეს მომავალში რა გეგემები აქვს ჰელსინკის კავშირს და რა პოზიციას დაიკავებს საპარლამენტო არჩევნების დროს? -პირველ რიგში, ჩვენს მიზანს ადამიანის უფლებები და ეროვნული ინტერესები წარმოადგენს. ამ ეტაპზე ჩვენ გენერალურ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით, 1992 წელს ქუჩაში ჩაცხრილული 600-ზე მეტი ადამიანის საქმეზე აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, რაზეც პასუხს სავარაუდოდ ხვალისთვის ველოდებით. ასევე ვიზრუნებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას, ამას მომავალი გვიჩვენებს. მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ შესაძლებელია ახლო მომავალში „ჰელსინკის ჯგუფი“ პოლიტიკურ ჯგუფად მოევლინოს საზოგადოებას. ეკა ჭიღლაძე ExpressNews იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts