planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgგვიან ღამით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა რეგიონებში. ამ დროისათვის რთული ვითარებაა იმერეთში. რამდენიმე დასახლებული პუნქტი რაიონულ ცენტრს არის მოწყვეტილი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამტრედიაში. ადგილზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც გზის გაწმენდასა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას ცდილობენ. სამტრედიაში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს. ამ დროისთვის იმერეთში აღარ თოვს. სტიქიის გამო ჩაკეტილი გზების გახსნას ადგილობივები დღის პირველ ნახევარში ელოდებიან. დიდთოვლობის გამო, სამტრედიაში გუშინ 9 სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოებისა და სპეციალური ტექნიკის დახმარებით, 9-დან 7 სოფელში გზა გუშინვე გაიხსნა. ამ სოფლებში ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილება და რაიონულ ცენტრამდე მისვლა შესაძლებელია. დღეს დილით გაიხსნა სამტრედიის კიდევ ერთი სოფლის - წიაღუბნის საავტომობილო გზაც, სადაც სამასი ოჯახი ცხოვრობს და მოსახლეობა გუშინ რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts