planetanews Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შესაძლოა რუსეთში გადაიყვანონ სამკურნალოდ. ალა ჯიოევა მასზე განხორცილებული თავდასხმისა და ინსულტის მძიმე ფორმის გადატანის შემდეგ გონზე მოვიდა, თუმცა მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ დამძიმდა. ჯიოევა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. `ალა ჯიოევას შტაბთან ვდგავარ, სახლი და მისი მისასვლელები კვლავ ბლოკირებული და აქ ადამიანებს არ უშვებენ. პარალელურ ქუჩაზე რამდენიმე ატეული ჯიოევას მხარდამჭერი დგას. ჯიოევას შტაბთან და მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი ადამიანები დგანან და არავის არ ატარებენ. თავად ჯიოევამ გავრცელებული ცნობით, ინსულტი გადაიტანა. ცნობილია ისიც რომ მისი შტაბის გასაჩხრეკად პროკურატურის თანამშრომლები მოვლენ. ჯიოევას მხარდამჭერები ფიქრობენ რომ ისინი სახლში ნარკოტიკებს და იარაღს ჩაუდებენ ოპოზიციის ლიდერს,` განაცხადა ცხინვალის მკვიდრმა ირინა ქელეხსაევამ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts