planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59949.jpgსპეცოპერაცია ჩატარდა ცხინვალში. ალა ჯიოევას შტაბში დღეს სპეცრაზმი შევარდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ოკუპირებულ ქალაქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, ხვალინდელი ინაუგურაციის ცერემონიას უკავშირდება, რომლის ჩატარებასაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა გეგმავდა. მთელი რეგიონის მასშტაბით, საოკუპაციო რეჟიმმა უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაამკაცრა. მიუხედავად ამისა, ხვალ ჯიოევას მომხრეები შესაძლოა ქუჩებში იარაღით გავიდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ალა ჯიოევა რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, მის სანახავად არ უშვებენ არც ოჯახის წევრებს და არც მომხრეებს. მისი მომხრეები და ექიმები პოლიტიკოსის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ალა ჯიოევას ინაუგურაციის გამო უსაფრთხოების ზომები დილიდან გააძლიერეს. საოკუპაციო რეჟიმის ძალოვანმა უწყებებმა პროვოკაციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები დააწესეს. რუსული სააგენტოების ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში ამ დრომდე არ უშვებენ რამდენიმე რუს ჟურნალისტს. ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს - ალა ჯიოევას თავისი ინაუგურაცია ცხინვალში ხვალისთვის ჰქონდა დაგეგმილი. სხვადასხვა საინფორმაციო წყარო მის დაკავებას სწორედ ამ ინაუგურაციას უკავშირებს. მსგავს განცხადებას რამდენიმე დღის წინაც აკეთებდნენ ჯიოევას თანამებრძოლებიც. ჯიოევას გაფრთხილება მისცა საოკუპაციო რეჟიმმმაც, რომელსაც სათავეში მოსკოვის მიერ დანიშნული კადრი ვადიმ ბროვცევი უდგას. "ეხო კავკაზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბროვცევი ჯიოევას დაპატიმრებით დაემუქრა. რუსულმა სააგენტოებმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცხინვალის საავადმყოფოსთან ჯიოევას მომხრეები იკრიბებიან, ქალაქში კი სხვადასხვა უწყების შეიარაღებული დანაყოფები გამოჩნდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts