planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 /get_img?ImageId=6286 საქართველოს კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი წლიური საფინანსო დეკლარაციები, რომლებიც მოიცავს 2011 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს. “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ფინანსურმა შემოსავალმა ფულადი სახით 2011 წლის განმავლობაში შეადგინა 448’201 ლარი. მათ შორის ხაზინიდან დაფინანსება 391’338 ლარი, ხოლო მიზნობრივი დაფინანსება (საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი) – 96’863 ლარი იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის შემოსავლებმა 2011 წელს შეადგინა 5’995’188.18 ლარი. შემოწირულობები – 1’765’778 ლარი, მათ შორის ფიზიკური პირებისგან მიღებული შემოწირულობები – 95’848 ლარი, რომელიც შემოწირულია 5 პიროვნების მიერ და იურიდიული პირებისგან მიღებული შემოწირულობები 1’669’930 ლარია, რომელიც შემოწირულია 23 იურიდილი პირის მიერ. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება 1’950’967.68 ლარია. მათ შორის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები – 1’757’240.52 ლარია და სსიპ “საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან” მიღებული სახსრები – 193’727.16 ლარია. სხვა ფულადი შემოსავლები 2’278’442.50 ლარია, რომელიც მიღებულია ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული საოფისე ფართის რეალიზაციის შედეგად. “კონსერვატიული პარტია” პარტიის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 157’626.48 ლარია, პარტია ფინანსდება აგრეთვე სსიპ “საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” მიერ კვარტალში ერთხელ 16’143.93 ლარით. სულ პარტიის დაფინანსება შეადგენს 222’202.2 ლარს. დეკემბრის თვეში პარტიას შემოწირულობების სახით ჩაერიცხა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან 1’100’000 ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში აღნიშნული თანხით პარტიამ შეიძინა 1’020’000 ლარის საწვავი (ტალონური სისტემით), მატერიალურ– ტექნიკური მარაგის სახით. “ეროვნული ფორუმი” 2011 წლის საფინანსო დოკუმენტაციის მიხედვით, პარტია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საიდანაც მიღებული დაფინანსება 79’407.48 ლარია, განვითარებისა და რეფორმების ფონდის დაფინანსება – 21’525.24 ლარი, შემოსავალი ფულადი სახით სულ შეადგენს – 100’932.72 ლარს. “რესპუბლიკური პარტია” პოლიტიკურ გაერთიანება “რესპუბლიკურ პარტიას” 2011 წელს ერთმა ფიზიკურმა პირმა სხვადასხვა დროს ფულადი სახით მთლინად 1’200 ლარი შესწირა. ხოლო დეკემბრის ბოლოს პარტიას 11–მა იურიდიულმა პირმა 1’100’000 ლარი შესწირა. თითოელმა მათგანმა 100–100 000 ლარის ოდენობით. ეს იურიდიული პირებია: სს “ბანკი ქართუ”, სს “ქართუ ჯგუფი”, შპს. “კომპლექს–სერვისი”, შპს “ბურჯი”. შპს “ფინსერვისი”, შპს “ინტერ კონსალტინგი +”, შპს “ელიტა ბურჯი”, შპს “ქართუ მენეჯმენტი”, შპს “ქართული ჰოლდინგი”, შპს “კალა კაპიტალი” და შპს “კოლხეთი”. შემოსავლებმა მთლიანად შეადგინა 1’283’334 ლარი. აქედან საბიუჯეტო დაფინანსება იყო 133 703 ლარი, ხოლო “საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან” მიღებული სახსრები – 48 432 ლარია. “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქრთველო” პოლიტიკური პარტიის 2011 წლის აუდიტურ დასკვნაში აღნიშნულია, რომ შემოწირულობებმა სულ შეადგენა 145’000 ლარი. შემომწირველი იყო 41 ფიზიკური პირი. დასკვნის მიხედვით, პარტიისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts