planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/image14-300x192.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად მინისტრმა უწყების 2012 წლის 10 ძირითადი მიმართულება ზუგდიდის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დევნილებსაც გააცნო და ყურადღება უფასო იურიდიული დახმარების სერვისების გაზრდაზე გაამახვილა. ხათუნა კალმახელიძის თქმით, საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ უწევენ, იურიდიული დოკუმენტების შედგენაში ეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ. ინტერაქტიულ შეხვედრაზე მინისტრმა ასევე პენიტენციური ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმაზე, პრობაციის სისტემაში დანერგილ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. იურიდიული დახმარების ადვოკატებმა შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს უფასო კონსულტაცია ადგილზე გაუწიეს. მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარების სერვისების გაზრდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts