Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს იუსტიციის სამიინსტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ერთიანი სავაჭრო ქსელის კოორდინაციას განახორციელებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Memorandumi_Photo-300x199.jpgსასტუმროში „თბილისი მარიოტი“ ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), ეი-პი-ემ ტერმინალი ფოთი/ფოთის საზღვაო პორტის კორპორაციამ, საქართველოს რკინიგზამ, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა, საქართველოს ტვირთის გადამზიდავთა ასოციაციამ, მაერსკ საქართველომ, საქართველოს რკინიგზა ტრანსკონტეინერმა და ემ-ეს-სი ჯორჯიამ.

 

მემორანდუმის მიზანია შექმნას მხარეებს შორის ალიანსი ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე, რომლის შედეგადაც მოხდება ერთიანი სავაჭრო ქსელის ელექტრონული სისტემის ჩამოყალიბება.  ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბებას, მისი მუშაობის ტექნიკურ ზედამხედველობასა და კოორდინაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო განახორციელებს.

 

ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება საშუალებას მისცემს ვაჭრობაში ჩართულ მხარეებს ელექტრონულ რეჟიმში გაცვალონ ინფორმაცია, რაც  შეამცირებს დანახარჯებსა და ტრანზაქციებზე დახარჯულ დროს. იგი საშუალებას მისცემს ვაჭრობის მონაწილეებს თავი აარიდონ დოკუმენტ-ბრუნვას და არა მხოლოდ ელექტრონულად მოახდინონ საჭირო ფორმების შევსება და ტვირთების განბაჟება, არამედ მიიღონ ინფორმაცია გადაზიდვების განრიგის, ტვირთის ადგილმდებარეობისა და ვაჭრობისათვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის შესახებ. აღნიშნული ქსელი კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს საქართველოში ტვირთბრუნვის ზრდას.

 

ერთიან სავაჭრო ქსელში ჩართულ სუბიექტებს მოეხსნებათ საქმიანობასთან დაკავშირებული დღემდე არსებული შემაფერხებელი ბარიერები, გაუმარტივდებათ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან ურთერთობის კოორდინაცია და ისარგებლებენ ე.წ. ერთი ფანჯრის მომსახურების პრინციპით.  ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას და კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაციას.

 

ერთიანი სავაჭრო ქსელი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითს. ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, რომლის პროექტი „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ ინტენსიურადაა ჩართული აღნიშნულ პროცესში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...