Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ცხინვალში ალა ჯიოევა დააკავეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/FBA37434-E1CD-4FCD-BF53-300x168.jpgცხინვალში ოპოზიციის ე.წ ლიდერი ალა ჯიოევა დააკავეს. როგორც “ეხო კავკაზა” იუწყება, 18:00 საათზე ჯიოევას შტაბში მივიდა გამომძიებელი, რომელსაც მისგან ჩვენების აღება უნდოდა, თუმცა ე.წ პროკურატურის წარმომადგენელთან ურთიერთობაზე ჯიოევამ უარი განაცხადა. 15 წუთში შტაბში დე–ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რუს სამხედროებთან ერთად შეიჭრნენ. ათობით ადამიანმა ჯიოევა დააკავა და უცნობი მიმართულებით წაიყვანა.

 

შეგახსენებთ ხვალ 10 თებერვალს ალა ჯიოევა და მისი მომხრეები ინაუგურაციის მოწყობას გეგმავდნენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/1FC21B0F-FF74-4915-95C7-E76B65EA6072_mw800_s-300x201.jpgე.წ სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის დე–ფაქტო ლიდერს ალა ჯიოევას დაკავებამდე ავტომატის კონდახებით სეცემეს, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა, Life News იუწყება. გამოცემის ცნობით, ჯიოევას მობილურ ტელეფონზე მისი ნათესავები და მომხრეები პასუხობენ.

 

“შტაბში შემოვარდნენ  ძალოვანი სტრუქტურების ნიღბებიანი წარმომადგენლები იარაღებით, ისინი ცემდნენ ალა ჯიოევას, სანამ მან არ დაკარგა გონება, ჩვენ ყველანი სისხლში ვართ, ნაცემია ქალებიც”–აცხადებენ ჯიოევას შტაბში.

 

ალა ჯიოევა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, – ამის შესახებ “გაზეტა.რუ” ჯიოევას შტაბის წევრებზე დაყრდნობით იუწყება . მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად მისი გადაყვანა დე-ფაქტო შსს-ში უნდოდათ, თუმცა, გზაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59949.jpgსპეცოპერაცია ჩატარდა ცხინვალში. ალა ჯიოევას შტაბში, დღეს, სპეცრაზმი შევარდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასტიკად ნაცემია და საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ოკუპირებულ ქალაქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

 

სპეცოპერაცია სავარაუდოდ ხვალინდელი ინაუგურაციის ცერემონიას უკავშირდება, რომლის ჩატარებასაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა გეგმავდა. მთელი რეგიონის მასშტაბით, საოკუპაციო რეჟიმმა უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაამკაცრა. მიუხედავად ამისა, ხვალ ჯიოევას მომხრეები შესაძლოა ქუჩებში იარაღით გავიდნენ.

 

ალა ჯიოევა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, მის სანახავად არ უშვებენ არც ოჯახის წევრებს და არც მომხრეებს. მისი მომხრეები და ექიმები პოლიტიკოსის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.

 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ალა ჯიოევას ინაუგურაციის გამო უსაფრთხოების ზომები დილიდან გააძლიერეს. საოკუპაციო რეჟიმის ძალოვანმა უწყებებმა, პროვოკაციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად, რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები დააწესეს. რუსული სააგენტოების ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში ამ დრომდე არ უშვებენ რამდენიმე რუს ჟურნალისტს. ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს, ალა ჯიოევას თავისი ინაუგურაცია ცხინვალში ხვალისთვის ქონდა დაგეგმილი. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები მის დაკავებას სწორედ ამ ინაუგურაციას უკავშირებენ. მსგავს განცხადებას რამდენიმე დღის წინა აკეთებდნენ ჯიოევას თანამებრძოლებიც.

 

ჯიოევას გაფრთხილება მისცა საოკუპაციო რეჟიმმმაც ,რომელსაც სათავეში მოსკოვის მიერ დანიშნული კადრი ვადიმ ბროვცევი უდგას. ეხო კავკაზისთვის მიცემულ ინტერვიუში ბროვცევი ჯიოევას დაპატიმრებით დაემუქრა

 

რუსული სააგენტოებმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ცხინვალის საავადმყოფოსთან ჯიოევას მომხრეები იკრიბებიან, ქალაქში კი სხვადასხვა უწყებების შეიარაღებული დანაყოფები გამოჩნდნენ.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ალა ჯიოევას, წინასწარი მონაცემებით, მიკროინსულტი განუვითარდა . ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან. თუმცა, მათივე ცნობით, მედიკოსებს საბოლოო დასკვნა არ წარმოუდგენიათ.

ამასთან, სააგენტო ინტერფაქსი" ჯიოევას მომხრეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ლიდერი კომაშია.

ალა ჯიოევას შტაბზე დღეს ე.წ. სამართალდამცველებმა შტურმი განახორციელეს, რის შემდეგაც ოპოზიციის ლიდერი შეუძლოდ გახდა. ამჟამად ის ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

http://atb.ge/?address=news&id=114403

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...