planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59945.jpgქართველ მეზღვაურთა 24-დღიანი ტყვეობა დასრულებულია. ოდესაში გემ ”ფილიპასიზე” თურქი გემთმფლობელის ტყვეობაში მყოფი შვიდი ქართველი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. საქართველოს გენერალური კონსული უკვე ოდესის პორტთან მდებარე გემზე იმყოფება, რომელზეც, თითქმის ერთი თვის განმავლობაში 21 მეზღვაური იყო დატყვევებული, მათ შორის საქართველოს 7 მოქალაქე. აქამდე ხომალდის თურქი მფლობელები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ კონსულისა და მისი თანმხლები პირების გემზე აშვებაზე, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მათი დათანხმება მოხერხდა. დატყვევებული მეზღვაურები გემის მფლობელს კაიუტაში ჰყავდა ჩაკეტილი, მათ ფიზიკურად მუშაობას აიძულებდა და გემიდან ჩასვლის საშუალებას არ აძლევდა. ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა ოჯახთან დაკავშირება შეძლო, მათ კი ამის შესახებ საზღვაო ადმინისტრაციას შეატყობინეს. ვარაუდობენ, რომ ხომალდს არალეგალური ტვირთი - ნარკოტიკული ნივთიერებები გადაჰქონდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts