planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59948.jpgახალი სამედიცინო ცენტრი ამჯერად თეთრიწყაროში გაიხსნა. მრავალპროფილური კლინიკა სადაზვევო კომპანია "ირაომ" ააშენა. ადგილობრივებს დღეიდან ახალ, თანამედროვე საავადმყოფოში ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ. კლინიკა პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხიელ სააკაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მედპერსონალსაც შეხვდა, რომლებმაც კლინიკაში სამუშაოდ სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. თეთრიწყაროს საავადმყოფო, ისევე როგორც ყველა ახალი კლინიკა თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. მრავალპროფილური საავადმყოფო 15-საწოლიანია. მუშაობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაც. კლინიკაში, რომელიც დასაზღვევო კომპანია ირაომ მილონ ნახევარ ლარად ააშენა, 80-კაციანი სამედიცინო პერსონალი დასაქმდა. თეთრიწყაროს ახალი საავადმყოფო ახალი და თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ახალი კლნიკის შენობა დაატვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს სიტყვითაც მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა არა მარტო ახალი კლინიკების მშენებლობის, არამედ ამ შენობებში დასაქმებუილი სამედიცინო პერსონალის მნიშვნელობას. მიხეილ სააკაშვილმა სადაზღვევო კომპანიებს მკაცრი გაფრთხილება მისცა. დღესვე მიხეილ სააკშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით 83 წლის ქირურგი გურამ ტატიშვილი დააჯილდოვა. თეთრიწყაროს ახალ კლინკაში უკვე სამი ახალშობილი დაიბადა. სამივე ჩვილი დღეს პრეზიდენტმა მოინახულა და საჩუქრები გადასცა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში 30–მდე ახალი კლინიკა აშენდა. მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის თანახმად, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი მრავალპროფილური საავადმყოფო პაციენტებს საქართველოს ყველა რაიონში მიიღებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts